ბრიტანულ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტების ჩარიცხვის რეგისტრაცია დაიწყო!
4 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი, სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე) წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება(იწერება ადგილზე) ჩარიცხვის შესახებ;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში – ბინადრობის დოკუმენტის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ფოტოსურათი (3×4) მატერიალური ფორმით და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენს ვებ-გვერდზე იხილეთ თანდართული ბრძანება: