ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში აცხადებს კონკურსს, „ფინანსების“ ერთ წლიან სამაგისტრო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში  აცხადებს კონკურსს,  ფინანსების“

ერთ წლიან  სამაგისტრო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის  და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

ა) ფინანსები:

საბანკო საქმე, კომერციული ბანკები;

საფონდო ბირჟები და ვაჭრობა;

ფინანსური ტექნოლოგიები (FIN TECH) და ინოვაციები.

 

პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი

ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი

ასისტენტ-პროფესორი –  2 ვაკანტური ადგილი

 

ბ) ბიზნესის ადმინისტრირება:

ბიზნესი;

მენეჯმენტი.

 

პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი

ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანტური ადგილი

ასისტენტ-პროფესორი –  1 ვაკანტური ადგილი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

) პროფესორისთვის (აკადემიური ნიშნით)

პროფესორად  5 წლის ვადით  აირჩევა:

·         დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;

·         სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

·         ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

 

პროფესიული ნიშნით:

·         დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 7 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;

·         სპეციალური მომზადება-ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ. მონაწილეობა;

·         ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული პუბლიკაციების ჩამონათვალი;

·         ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

 

    აკადემიური ნიშნით:

    ასოცირებულ პროფესორად 4 წლის ვადით აირჩევა: 

·         დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;

·         სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

·         ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

 

   პროფესიული ნიშნით:

·         დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;

·         სპეციალური მომზადება – ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ. მონაწილეობა;

·         ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული პუბლიკაციების ჩამონათვალი;

·         ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე დონეზე.

 

) ასისტენტპროფესორისთვის

     ასისტენტპროფესორად 4  წლის ვადით  აირჩევა:  

·         დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი;

·         სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

·         ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

 

პროფესიული ნიშნით

 

·         დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში      არანაკლებ 4 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;

·         სპეციალური მომზადება – ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ. მონაწილეობა;

·         ინგლისური ენის ცოდნა შესაბამის დონეზე.

 

ინგლისური  ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება:

 

ა) შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

ბ) შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;

გ) ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ C1 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად;

დ) აკადემიური კონკურსის მონაწილე უფლებამოსილია, უცხო ენის კომპეტენცია დაადასტუროს კონკურსის ფარგლებში ჩატარებული საჩვენებელი ლექციით. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის შესაბამისი ენის სპეციალისტი.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს:

 

) განაცხადი (იხ. დანართი 2) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების, აკადემიური თანამდებობისა და შესარჩევი კრიტერიუმების (აკადემიური თუ პროფესიული) მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად);

 

) პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში შესაბამისადპასპორტი ან ბინადრობის ნებართვა;

 

) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტისდიპლომის ასლი, ხოლო თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი ცნობაც;

 

) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

) ავტობიოგრაფია (CV) (ქართულ და ინგლისურ ენაზე – იხ. დანართი 3, დანართი 4), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, მიღებული სტიპენდიაგრანტებისა და სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;

 

) შესაბამის მიმართულებასთან თავსებადი ერთი საგნის სილაბუსი (იხ. დანართი 5, დანართი 6). სილაბუსი შეიძლება ასახავდეს კურსს, რომელიც კონკურსანტს უკვე აქვს დანერგილი რომელიმე უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ან წარმოადგენდეს პროექტს; ასისტენტის შემთხვევაშისილაბუსის ხედვა;

 

) ერთი კვლევითი ნაშრომი, რომელიც, კონკურსანტის აზრით, ყველაზე კარგად წარმოაჩენს მის აკადემიურ ინტერესებსა და გამოცდილებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

) არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

) პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში, კონკურსანტი ვალდებულია, დოკუმენტურად დაასაბუთოს საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი ინფორმაცია;

 

კ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;

 

ლ) „უფლების ჩამორთმევის შესახებშინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;

 

მ) კანდიდატის თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე (იხ. დანართი 7);

 

) კონკურსის დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპიწარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
II ეტაპიგასაუბრება და საჩვენებელი ლექცია
III ეტაპიკონკურსის შეჯამება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკადემიურ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში, სასურველია აფილირება გააფორმოთ შპს ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან საქართველოში. ამასთან, კონკურსის ეტაპზე, ერთნაირი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც თანახმა იქნება, აფილირება გააფორმოს შპს ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან საქართველოში.


კონკურსის გამოცხადების თარიღი: 20 თებერვალი 2024 წ;

საბუთების მიღება: 2024 წლის 25 მარტიდან – 2024 წლის 29  მარტის ჩათვლით;

კონკურსის I ეტაპი: 2024 წლის 1 აპრილიდან  – 2024 წლის  3  აპრილის  ჩათვლით;

კონკურსის II ეტაპი: 2024 წლის  4  აპრილიდან  – 2024 წლის  11 აპრილის

ჩათვლით;

კონკურსის III ეტაპი და წინასწარი შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2024

წლის 15  აპრილისა;

კონკურსანტების მიერ სააპელაციო განაცხადების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის

16 აპრილიდან 2024 წლის  17 აპრილის ჩათვლით;

სააპელაციო განაცხადების განხილვა: 18  აპრილი

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2024 წლის 22  აპრილი.

სააპელაციო განაცხადების წარმოუდგებლობის შემთხვევაში, კონკურსის

წინასწარი შედეგები მტკიცდება საბოლოო შედეგების სახით არაუგვიანეს 2023

წლის  18  აპრილის ჩათვლით;

 

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, ვეფხისტყაოსნის 92.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზეhr@britishuni.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის 92, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს  ელექტრონულ ფოსტაზეhr@britishuni.edu.ge; Tel.: 577 221 619

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.  

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


დანართი-1- საკონკურსო-განაცხადი

დანართი 2 განცხადების ფორმა 

დანართი 3 cv ქართულად

დანართი 4 cv ინგლისურად 

დანართი 5 სილაბუსი ქართულად 

დანართი 6 სილაბუსი ინგლისურად 

დანართი 7 – თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ