BUG- ის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა – “პოლიტიკის მეცნიერება”

https://britishuni.edu.ge/ka/ba-political-science/Ბრიტანული უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები, მათ შორის „პოლიტიკის მეცნიერება“, ვალიდირებულია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუკინგემის უნივერსიტეტი სრულად აღიარებს BUG- ის აღნიშნულ პროგრამაზე  მიღებულ განათლებას. Უფრო მეტიც, ბუკინგემის აკადემიური პერსონალი თავად არის ჩართული, როგორც BUG- ის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, ისე სასწავლო პროცესის მართვასა და სტუდენტების შეფასებაში. Საბოლოოდ კი, სტუდენტები ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად, საერთაშორისო აღიარების მქონე ბუკინგემის დიპლომსაც იღებენ.

Პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მიზანია,  სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი პრობლემების შესახებ, გააცნოს დარგის ძირითადი თეორიები, ცნებები და მეთოდები; განუვითაროს პოლიტიკური მოვლენების კრიტიკული ანალიზისა და შეფასების, თვითგანვითარების, ანალიტიკურ ნაშრომებზე მუშაობისა და მათი დამუშავების უნარი; აღჭურვოს პრაქტიკული და ტრანსფერული უნარებით, რაც უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე.

Პოლიტიკის მეცნიერების პროგრამა 240 კრედიტისაგან შედგება, რომელსაც სტუდენტი 4 წლის მანძილზე გადის.  Სწავლის დასრულების შემდგომ კი, პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის კვალიფიკაცია ენიჭება.  

 

დაინტერესდი? დაგვიტოვე საკონტაქტო

Ბრიტანული უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამაზე მოხვედრა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად. Აბიტურიენტი აბარებს ქართულსა და ინგლისურს, მესამე საგნად კი მათემატიკას , ისტორიას, გეოგრაფიას ან სამოქალაქო განათლებას. Უცხო ენად ეროვნულ გამოცდებზე აუცილებელია ინგლისურის არჩევა და მასში 50 %-ანი ზღვრის გადალახვა. BUG- ში მოსახვედრად აბიტურიენტს არ სჭირდება დამატებით ინგლისური ენის სერტიფიკატის აღება. 

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციებში. Ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას იღებენ და პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა სტაჟირება წამყვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებში გაიარონ.  

BUG – ის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა სრულად საქართველოში გაიარონ, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მათ სწავლის გაგრძელება ბუკინგემშიც შეუძლიათ.  

Დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://britishuni.edu.ge/ka/ba-political-science/