Სამაგისტრო პროგრამა – “ბრიტანეთის კვლევები”

 

Ბრიტანული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა – “ ბრიტანეთის კვლევები” შექმნილია მაგისტრანტებისთვის, რომლებიც საქმიანობენ ან საქმიანობას გეგმავენ გაერთიანებულ სამეფოში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, საელჩოებში ან ნებისმიერ სხვა საჯარო სექტორში, რაც გაერთიანებულ სამეფოსთან კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობას გულისხმობს. 

Საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებს აძლევს ღრმა, მულტიდისციპლინურ ცოდნას ბრიტანეთის მცოდნეობაში;  უნარებს  რითაც თავისუფლად შეძლებენ  გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი, ეკონომიკური, ბიზნეს ან სხვა ურთიერთობების წარმოებას.

პროგრამის დასრულების შემდეგ,  კურსდამთავრებულს ექნება ღრმა ცოდნა როგორც ბრიტანული ლიტერატურის, ისე გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი სისტემის, ბიზნეს გარემოს, ეკონომიკის, პოლიტიკური მოწყობისა და სტრუქტურის, განათლების სისტემისა და ისტორიის შესახებ. Ასევე ეცოდინება კვლევის მეთოდები და გამომუშავებული ექნება კვლევის უნარები.

Პროგრამა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისწავლება და 120 კრედიტისაგან შედგება,  რომელსაც მაგისტრანტი 2 წლის მანძილზე, 4 სემესტრად გადის. Სწავლის დასრულების შემდეგ კი, ბრიტანეთის კვლევების მაგისტრის ხარისხი ენიჭება. 

პროგრამაზე მოხვედრა შეუძლია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური განათლების მქონე პირს, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება ეროვნული სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე. 

სტუდენტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, ბრიტანულ უნივერსიტეტს მიმართავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რაც მოიცავს გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან და ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას (Სტუდენტი ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლდება იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტს წარუდგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ან თუ მას  ინგლისურ ენაზე გავლილი ექნება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი).

Რაც შეეხება, შეფასების კრიტერიუმებსა და გასაუბრების თემატიკას, მისი ნახვა ბრიტანული უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გამოცდამდე ერთი თვით ადრე შეგეძლებათ. 

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა სტუდენტს შეუძლია მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 

Სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის: 2 800  ლარი

Სწავლის საფასური უცხოელი მოქალაქეებისთვის:  4 000 ლარი

Დეტალური ინფორმაცია იხილეთ:  https://britishuni.edu.ge/ka/british-studies/