ბუკინგემის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში (BUG) 2020 წელს ბუკინგემის უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაარსდა. უნივერსიტეტის მისიაა, ბრიტანული აკადემიური მოდელის საქართველოს აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის გზით, იყოს თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად.

 

ბუკინგემის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რომელიც ბრიტანეთში ერთ-ერთი მოწინავე აკადემიური დაწესებულებაა, BUG – მ შეიმუშავა საბაკალავრო პროგრამები –  “ბიზნესი და მენეჯმენტი” და “პოლიტიკის მეცნიერება”. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტს აძლევს იმ უნარსა და ცოდნას,  რაც საჭიროა იმისათვის, რომ გახდეს კონკურენტუნარიანი ადგილობრივ თუ საერთაშორისო შრომით ბაზარზე.  პროგრამების დასრულების შემდგომ კი სტუდენტები, ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად, საერთაშორისო აღიარების მქონე ბუკინგემის დიპლომსაც იღებს.

ბუკინგემის  უნივერსიტეტის მსგავსად, BUG- ში დანერგილია პატარა სასწავლო ჯგუფების მოდელი, მაქსიმუმ 10-12 სტუდენტი აუდიტორიაში, რაც სწავლის ინტერაქციულ და პროდუქტიულ პროცესს უწყობს ხელს.

BUG- ს, როგორც ბრიტანული მოდელის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებას, აქვს მენტორობის სისტემაც. თითოეულ სტუდენტს ჰყავს მენტორი, რომელიც ეხმარება აკადემიურ საკითხების მოგვარებაში,  სტუდენტური სირთულეების გადალახვასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბუკინგემის აკადემიური პერსონალი ჩართულია არა მარტო ბრიტანული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, არამედ სასწავლო პროცესის მართვასა და სტუდენტების საგამოცდო შეფასებაში.

BUG – ის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები სრულად საქართველოში გაიარონ, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მათ სწავლის გაგრძელება ბუკინგემშიც შეუძლიათ.

ბუკინგემის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სტუდენტებისთვის არის სწავლის შეღავათიანი საფასური. ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტები ბუკინგემში სწავლობენ  ინგლისელი მოქალაქეების ფასად. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ყველა იმ უნივერსიტეტში, რომელთანაც ბუკინგემი  ბრიტანული უნივერსიტეტის მსგავსად თანამშრომლობს.

სხვადასხვა დროს, ბუკინგემის უნივერსიტეტს, TEF – Teaching Excellence Framework-ის უმაღლესი შეფასება აქვს მიღებული, რომელიც სტუდენტების გამოცდილებასა და უკუკავშირს ეყრდნობა. უნივერსიტეტს, 1983 წელს, დედოფალმა ელისაბედ II-მ სამეფო ქარტია მიანიჭა.