BUG – მ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში ცესკოს წარმომადგენლებს მასპინძლობდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა  სტუდენტებს ელექტრონული არჩევნების პროცედურებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მისცეს შესაძლებლობა, იმიტირებულ კენჭისყრაში მიეღოთ მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოეცადათ იმ ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა, რომლითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.