BUG – ის წარმომადგენლები ბუკინგემის უნივერსიტეტის პარტნიორების ყოველწლიურ, კონფერენციას ესწრებოდნენ, რომელსაც IBS International Business School Budapest-მა უმასპინძლა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბუდაპეშტში ჩასულ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის სწავლების უახლეს მეთოდოლოგიებთან და ტესტირებების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით გამოცდილება გაეზიარებინათ; ემუშავათ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე – ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაზე; ასევე ესაუბრათ მარკეტინგზე.
მსგავსი საერთაშორისო კონფერენციები უნივერსიტეტებს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლება უფრო მეტად ხელმისაწვდომი და პრაქტიკაზე დაფუძნებული გახადონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარტნიორების ყოველწლიური შეკრება, პირველად ბრიტანულ უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა.
