BUG სტუდენტებს ინდივიდუალური მენტორობის პროგრამას სთავაზობს

 

BUG- ს, როგორც ყველა ბრიტანული მოდელის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს ინდივიდუალური მენტორობის პროგრამა, რაც სტუდენტს არამარტო აკადემიურ, არამედ კარიერულ წინსვლაში ეხმარება. 

ას გულისხმობს ინდივიდუალური მენტორობის პროგრამა?

BUG – ის მენტორთა გუნდი აკადემიური პერსონალისგან შედგება. ნივერსიტეტი სტუდენტს სწავლის პირველივე დღიდან  ურჩევს პირად მენტორს, ადამიანს, რომელიც მთელი სტუდენტობის მანძილზე მხარს უჭერს და ეხმარება აკადემიური გამოწვევების დაძლევაში, სტუდენტური ცხოვრების სირთულეების გადალახვასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში. ს მისთვის არის გიდი წარმატებული მომავლის შენების პროცესში. 

ნდივიდუალური მენტორი სტუდენტს ეხმარება მაქსიმალურად გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობები და სწავლის პერიოდი პროდუქტიულად გამოიყენოს, მიიღოს ის ბენეფიტები, რასაც მას უნივერსიტეტი სთავაზობს.   

ტუდენტი მენტორს შეხვედრას უნიშნავს წინასწარი შეთანხმებით, ორივესათვის ხელსაყრელ დროს, სევე აცნობებს საკითხებს, რომელთა განხილვასაც მასთან აპირებს, რათა მან შეძლოს მომზადება და საბოლოოდ შეხვედრა იყოს ნაყოფიერი. 

მენტორი სტუდენტს ეხმარება სხვადასხვა ტიპის პროექტების შექმნაში, აძლევს მიმართულებებს და ურჩევს აკადემიურ მასალას, რომლის გამოყენებაც გამოადგება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მენტორის დახმარება გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ რჩევების მიცემაში, ის არ უსწორებს და სტუდენტის ნაცვლად არ ასრულებს დავალებებს. 

ასევე ეხმარება გაცვლითი პროგრამების მოძიებაში ან იმ უნივერსიტეტეზე ინფორმაციის მოპოვებაში, სადაც თავად სურს აღნიშნული პროგრამით გამგზავრება. ურჩევს მოკლევადიან კურსებ, ტრენინგებ, ვორქშოპებსა თუ  საგრანტო კონკურსებს. 

ხშირად მენტორი ფსიქოლოგის ფუნქციასაც ითავსებს და სტუდენტთან  იმ უნარების გამომუშავებაზე მუშაობს, რაც მას გახდის კონკურენტუნარიანს ადგილობრივ თუ საერთაშორისო შრომით ბაზარზე – ლიდერობის, პრობლემის გადაჭრისა და სწორი კომუნიკაციის უნარები, თვითდაჯერებულობა, მიზანდასახულობა, კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ.