რიჩმონდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ჩაერთვება ბრიტანული უნივერსიტეტის პოლიტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში. უნივერსიტეტები იმუშავებენ თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შექმნაზე.
გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ და სტაჟირება გაიარონ ამერიკულ პოლიტიკურ კამპანიებსა და ორგანიზაციებში, რაც პოლიტიკური მენეჯმენტის სტუდენტებისთვის შესანიშნავი გამოცდილება იქნება.
რიჩმონდის უნივერსიტეტი 1830 წელს დაარსდა და მდებარეობს ვირჯინიის შტატში, ქალაქ რიჩმონდში. ცნობილი ამერიკული საგანმანათლებლო კომპანიის, The Princeton Review-ის მიხედვით, უნივერსიტეტი Best Classroom Experience-ით მესამე ადგილს, ხოლო Most Accessible Professor -ის კომპონენტში მეხუთე ადგილს იკავებს. რიჩმონდის უნივერსიტეტი 25-ე ადგილზეა US News and World Report-ის რეიტინგში – Best Liberal Arts Colleges.