BUG – სა და სარაევოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Ბრიტანულ უნივერსიტეტსა და სარაევოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლას შორის (ssst) თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმა, რომელიც აკადამიური პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო ფორმატში გაცვლას; ერთმანეთისთვის აკადემიური მასალის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას; ასევე ერთობლივი კვლევითი პროექტების, კონფერენციების, ტრენინგებისა და კურსების  ორგანიზებას გულისხმობს. 

Მემორანდუმის ხელმომწერი უნივერსიტეტები თანხმდებიან, რომ ბიზნესისა და პოლიტიკის მეცნიერების სფეროებში ერთად იმუშავებენ მატერიალური რესურსების, ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების, კვლევისა და ანალიზის განვითარების შესაძლებლობებზე.