BUG – სა და მილანის IULM უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბრიტანულ უნივერსიტეტსა და მილანის IULM უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. 

მემორანდუმის მიხედვით, უნივერსიტეტები თანხმდებიან აკადემიური პუბლიკაციების, ინფორმაციისა და მასალის ერთმანეთისთვის გაზიარებას; ერთობლივი კვლევითი პროექტების, კონფერენციების, ტრენინგებისა და კურსების ორგანიზებას.  

ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ფაკულტეტები და დეპარტამენტები იქნებიან მუდმივ კომუნიკაციაში ერთმანეთთან და პერიოდულად მოაწყობენ სამუშაო შეხვედრებს, რომელზეც განიხილავენ უკვე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო ინიციატივებს. 

BUG და IULM უნივერსიტეტები სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და სტუდენტებისთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზებას გეგმავენ.