Ბრიტანულ უნივერსიტეტში ინგლისურის იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა

21 დეკემბერს, ბრიტანულმა უნივერსიტეტმა 150 აბიტურიენტს უმასპინძლა და ინგლისურ ენაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩაუტარა.

Გამოცდაზე  დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეს საქართველოს მასშტაბით. Რეგისტრაცია იყო ღია და წინასწარ დაანონსებული უნივერსიტეტის სოციალურ ქსელსა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გამოცდების ტესტები შედგენილი იყო ოფიციალური ნიმუშის მიხედვით  და საგამოცდო პროცესიც ზუსტად იმ წესების დაცვით ჩატარდა, რაც ეროვნულ გამოცდაზეა.

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარებათ,  ფსიქოლოგიურად მოემზადონ  გამოცდისთვის, წინასწარ გამოცადონ შესაძლებლობები და დაძლიონ სტრესი.

Ტესტები იანვრის ბოლომდე შემოწმდება და პასუხები გამოქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Ბრიტანული უნივერსიტეტი იმიტირებული ეროვნული გამოცდის თითოეულ მონაწილეს უსურვებს წარმატებას.