ბრიტანული უნივერსიტეტი გლობალური სტაჟირების პროგრამას იწყებს

ბრიტანული უნივერსიტეტი გლობალური სტაჟირების პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც BUG – ის სტუდენტებს  აძლევს  უნიკალურ შესაძლებლობას, გაემგზავრონ და სტაჟირება გაიარონ ბარსელონას, ჰონგ-კონგის, ლისაბონის, ლონდონის, მადრიდის, პარიზისა და ტოკიოს კომპანიებში.

აღნიშნული ინიციატივა ემთხვევა BUG-ის ხედვას,  სტუდენტები წამყვან ორგანიზაციებში სტაჟირებით დაასაქმოს, რათა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანები, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

Absolute Internship Company  გლობალური სტაჟირების გავლის ყველა მსურველ სტუდენტს ინდივიდუალურად გაესაუბრება და მათი უნარებისა და ინტერესების მიხედვით შეურჩევს  სტაჟირებისთვის კომპანიას. AI- ის წარმომადგენლები სტუდენტებს დაეხმარებიან რეზიუმეს შედგენასა და ინტერვიუსთვის მომზადებაში, ვიზისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით და მიაწვდიან ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც საჭიროა, მათ მიერ შერჩეულ ქალაქში უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრებისათვის.

გლობალური სტაჟირების პროგრამა მოიცავს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებით დასაქმებას, ამიტომ BUG – ის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია სამუშაო გამოცდილების საერთაშორისო ბაზარზე დაგროვება.

გლობალური სტაჟირების პროგრამის დანერგვით, BUG – მ სტუდენტებს მისცა კიდევ მეტი შესაძლებლობა გახდნენ წარმატებულები დღევანდელ დინამიკურ სამყაროში.

დეტალებისთვის სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ სტუდენტური სერვისების სამსახურს.