Gunster Strategies Worldwide საზოგადოებრივი ურთიერთობების სერვისის პროვაიდერ 10 საუკეთესო ორგანიზაციში შევიდა

ბრიტანული უნივერსიტეტის პარტნიორი, მსოფლიოში ცნობილი ადვოკატირების კომპანია, Gunster Strategies Worldwide საზოგადოებრივი ურთიერთობების სერვისის პროვაიდერ 10 საუკეთესო ორგანიზაციაში შევიდა.

აღნიშნულ კომპანიასთან ბრიტანული უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, აშშ- ში გაემგზავრონ და უფასო სტაჟირება გაიარონ.  Gunster Strategies- ში პირველი სტუდენტის, ვასილ გვაზავას, გაშვება 2023-2024 აკადემიურ წელს იგეგმება.

BUG- ს სტუდენტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა Gunster Strategies Worldwide-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯერი განსტერის, ვორქშოფს დასწრებოდნენ, რომელიც მან ბრიტანულ უნივერსიტეტში სპეციალური ვიზიტისას ჩაატარა. ჯერი განსტერი ჩართული იყო მრავალ გახმაურებულ კამპანიაში, მათ შორის ხელმძღვანელობდა ბრექსიტის კამპანიას – Leave.eu.

Gunster Strategies Worldwide-ის გუნდის წევრია ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გურგენიძე, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა კამპანიას, როგორც ამერიკაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

Gunster Strategies Worldwide 25 წელია სარგებლობს გამორჩეული რეპუტაციით, ადვოკატირებისა და საარჩევნო კამპანიების მართვაში. ამ პერიოდის განმავლობაში, მას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.

იხილეთ კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია – https://www.gunsterstrategies.com/

წყარო – https://www.govbusinessreview.com/gunster-strategies