Ბრიტანულ უნივერსიტეტს IB მთიების მოსწავლეები სტუმრობდნენ

დღეს ბრიტანულმა უნივერსიტეტმა სკოლა IB მთიების მე-10-12 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

Მოსწავლეებმა უნივერსიტეტში წარადგინეს პრეზენტაციები TED Talks ფორმატში, რომელზეც ჟიურის წევრებისგან შეფასებები მოისმინეს. Მოსწავლეების Პრეზენტაციები იყო მრავალფეროვანი და განსხვავებულ თემატიკას ეხებოდა.

IB მთიების მოსწავლეები ბრიტანულ უნივერსიტეტს მსგავს ფორმატში უკვე მეორედ სტუმრობდნენ.