შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების – „ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში“ აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების ვადების ცვლილების შესახებ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების – „ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში“–ს რექტორის 2023 წლის 7 ივლისის #01/29 ბრძანებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, თეონა დემეტრაშვილის, 2023 წლის 25 აგვისტოს #01/54 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე:
ვბრძანებ:
1. ბრძანების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადა გაიზარდოს 1 (ერთი) დღით და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„დ) კონკურსის მეორე ეტაპი: 2023 წლის 21 აგვისტოდან – 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით;“
2. ბრძანების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადა გაიზარდოს 5 (ხუთი) დღით და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ე) კონკურსის მესამე ეტაპი და წინასწარი შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2023 წლის 30 აგვისტოსი;“
3. ბრძანების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადები გაიზარდოს 1 (ერთი) დღით და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ვ) კონკურსანტების მიერ სააპელაციო განაცხადების წარმოდგენა: 2023 წლის 30 აგვისტოდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;“
4. ბრძანების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ზ) სააპელაციო განაცხადების განხილვა: 1 სექტემბრის ჩათვლით;“
5. ბრძანების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ი) სააპელაციო განაცხადების წარმოუდგებლობის შემთხვევაში, კონკურსის წინასწარი შედეგები მტკიცდება საბოლოო შედეგების სახით არაუგვიანეს 2023 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.“
6. დაევალოს ბრიტანული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კონკურსის ვადების ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ბრიტანული უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით.
7. ბრძანების დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა დაევალოს ბრიტანული უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია მისი ხელმოწერისთანავე.
9. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში.