უნივერსიტეტის ისტორია
15+
15 წლიანი ისტორია და განათლება
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში დაარსდა English Book Education-ის მიერ 2020 წელს. დაარსდა რა 2007 წელს, English Book Education აერთიანებს წიგნების გავრცელებას, საგანმანათლებლო მენეჯმენტს, სწავლებას, შეფასებასა და მასწავლებელთა ტრენინგს. განათლებისა და პიროვნული განვითარების პაკეტები აერთიანებს მსოფლიოს წამყვანი გამომცემლების რესურსებსა და გამოცდილებას (Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press) საქართველოს განათლების სისტემის საჭიროებების სრული გაგებით. English Book Education უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსებით, რათა დააკმაყოფილოს მათი სპეციფიკური საჭიროებები.
# 1. ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ აღიარებული დიპლომი.
ჩვენს უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული აკადემიური აფილირების ხელშეკრულების შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ ორ საბაკალავრო პროგრამას (ბიზნესი და მენეჯმენტი, პოლიტიკის მეცნიერება), რომელიც ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ბუკინგემის უნივერსიტეტის მხარდაჭერით შეიმუშავა. ბუკინგემის უნივერსიტეტი სრულად აღიარებს ჩვენთან მიღებულ განათლებას და ჩვენს დიპლომთან ერთად გასცემს ამის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სტუდენტები საქართველოშივე სრულად მიიღებენ ბრიტანული განათლების ყველა უპირატესობასა და საერთაშორისო აღიარებას.
# 2 ხელმისაწვდომობა
დიდ ბრიტანეთში სწავლის და ცხოვრების საშუალო წლიური ხარჯი £22,000-ს აღემატება. ჩვენს უნივერსიტეტში იმავე ხარისხის განათლების მიღება დაახლოებით სამჯერ ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. არა მხოლოდ სწავლის საფასური, არამედ ცხოვრების ხარჯები და საქართველოში შესვლის მოთხოვნები უფრო დაბალია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში.
# 3 დაფინანსება
ბრიტანულმა უნივერსიტეტმა საქართველოში შექმნა „ვაჟა-ფშაველას ფონდი,“ რომლის საშუალებითაც ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ დაფინანსების მათზე მორგებულ, ექსკლუზიურ პაკეტებს.
# 4 მობილობა
ბუკინგემის უნივერსიტეტთან პარტნიორობა ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისწავლონ გაერთიანებულ სამეფოში ან საერთოდაც, ნებისმიერ დროს სწავლა განაგრძონ ბუკინგემის უნივერსიტეტში.
# 5 აკადემიური პერსონალი
ჩვენი აკადემიური გუნდი შედგება საერთაშორისო გამოცდილების მქონე მასწავლებლების, მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისგან.
# 6 სტაჟირება
უნივერსიტეტის ხედვის შესაბამისად, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა სახის სტაჟირებების საშუალებით.
# 7 გარემო და ინფრასტრუქტურა
ჩვენი უნივერსიტეტის შენობა არის ახალი, თანამედროვე და სრულად ორიენტირებული სწავლის პროცესის სასიამოვნო გამოცდილებად ქცევაზე. ასევე, უნივერსიტეტში სწავლისას ჩვენ ხელს შეგიწყობთ სოციალურ აქტივობებში - თქვენ გახდებით ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილი, რომელიც შედგება სტუდენტებისგან, პროფესორებისა და დამხმარე პერსონალისგან. ეს საზოგადოება დაფუძნებულია ინკლუზიურობაზე, პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე.
დევიზი
γιγνώσκω οίδα σοφία (gignosko, oida, sofia)
ცოდნა და გამოცდილება ქმნის სიბრძნეს.
რით არის გამორჩეული ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში?
ჩვენ გვჯერა, რომ კლასიკური განათლების საფუძვლების შესაბამისად, ორაქტიკულ გამოცდილებასა და თეორიული ცოდნას თანაბარი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პროგრამები, კურიკულუმები, მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები და ჩვენი სასწავლო ოთახების ორგანიზება სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.
