მიმოხილვა

ბრიტანული უნივერსიტეტის მისიაა, ბრიტანული აკადემიური მოდელის საქართველოს აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის გზით, იყოს თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად და საზოგადოების ტრანსფორმაციაში წვლილის შესატანად.

უნივერსიტეტის ისტორია

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში ეფუძნება ცოდნასა და გამოცდილებას. ის დაარსდა 2020 წელს English Book Education-ის მიერ. დამფუძნებელს აქვს განათლების სფეროში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მისია

ბრიტანული უნივერსიტეტის მისიაა, ბრიტანული აკადემიური მოდელის საქართველოს აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის გზით, იყოს თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად და საზოგადოების ტრანსფორმაციაში წვლილის შესატანად.

ხელმძღვანელობა

ბრიტანული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ემსახურება საქართველოში განათლების უკეთესობისკენ გარდაქმნას.

პარტნიორები

შემოგვიერთდით ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს განათლებისისა და სხვადასხვა სფეროდან, რადგან ჩვენ ერთად ვმუშაობთ სტუდენტური გამოცდილების ასამაღლებლად. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ შევქმნათ უკეთესი საგანმანათლებლო გარემო და უსაზღვრო შესაძლებლობები ჩვენი სტუდენტებისთვის.

ბრიტანული მოდელი

ისწავლეთ ბრიტანულ უნივერსიტეტში და მიიღეთ პერსონალიზებული განათლება მცირე ზომის კლასებში და მენტორობის მხარდაჭერა პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. ჩვენი მიდგომა, რომელიც მოდელირებულია TEF ოქროს მფლობელი ბუკინგემის უნივერსიტეტის მიხედვით, აძლიერებს სტუდენტებსა და ინსტრუქტორებს შორის კომუნიკაციას ეფექტიანი სწავლებისთვის.

კამპუსი

ბრიტანულ უნივერსიტეტში ვქმნათ მართლაც განსაკუთრებულ სასწავლო გარემოს. ჩვენი თანამედროვე კამპუსი, თავისი უახლესი ინფრასტრუქტურითა და საშუალებებით, შექმნილია სტუდენტების კომფორტის გათვალისწინებით. თანამედროვე სახწავლო ოთახებიდან დაწყებული მყუდრო რეკრეაციულ ზონებამდე დამთავრებული, ჩვენი კამპუსის ყველა ასპექტი გააზრებულად არის შექმნილი, რათა ხელი შეუწყოს სრულფასოვან სასწავლო გამოცდილებას.