ბიზნესი და მენეჯმენტი
პროგრამის დასახელება | ბიზნესი და მენეჯმენტი |
---|---|
მისანიჭებელი კვალიფიკაცია | ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა: | 240 ECTS / კრედიტი 4 წელი (8 სემესტრი) |
ფაკულტეტი | სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი |
სწავლების საფეხური | BA |
სწავლების ფორმა | სრული |
პროგრამის ხელმძღვანელი |
- ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს ფართო თეორიული ცოდნით ეკონომიკის, ბუღალტერიის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ფინანსების სფეროებში.
- პროგრამა აძლიერებს ისეთ ტრანსფერულ უნარებს, როგორიცაა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა და გუნდური მუშაობა.
- კურსდამთავრებულს შეეძლება მიიღოს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები კონკურენტულ ბიზნეს გარემოში, იმუშაოს წარმატებით და ეთიკური პრინციპების დაცვით თავის სფეროში, შესთავაზოს დამსაქმებელს ინოვაციური და უახლესი მიდგომები და/ან შექმნას საკუთარი ბიზნესი.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
- ესმის და აცნობიერებს ბიზნესისა და მენეჯმენტის დარგში არსებულ თანამედროვე თეორიებსა და ცნებებს;
- იყენებს ბიზნესის მენეჯმენტის დარგში არსებულ თეორიებს, კონცეფციებსა და პრინციპებს ბიზნეს ორგანიზაციების ეფექტიან მართვაში;
- ახდენს ბიზნეს გარემოში არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და განმარტავს მათი სწორად გამოყენების მნიშვენლობას ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის;
- ახდენს ბიზნესსა და მენეჯმენტში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი აღმოფხვრისათვის ეფექტური გზების მოძიებას;
- აანალიზებს ბიზნესსა და მენეჯმენტში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს, აფასებს მათ გავლენას ორგანიზაციის საქმიანობაზე;
- არჩევს და პრაქტიკულად იყენებს კომპანიაში დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივაციისა და კონტროლის მეთოდებსა და მოდელებს;
- ახორციელებს ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტების დაგეგმვას, მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
- წარმართავს ბიზნესის სფეროსათვის დამახასიათებელ საქმიანობას და ახდენს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას;
- ახდენს ინოვაციური იდეების კომუნიკაციას როგორც სპეციალისტებთან, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური საშუალებების გამოყენებით, მათ შორის უახლესი და შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით;
- ახდენს თვითშეფასებას მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით, მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ანალიზის საფუძველზე;
- წარმართავს საკუთარ საქმიანობას ეთიკის პრინციპების დაცვით.
სემესტრი | სასწავლო კურსი |
1 |
ჯამური: 30 ECTS |
2 |
ჯამური: 30 ECTS |
| |
3 |
ჯამური: 30 ECTS |
4 |
ჯამური: 30 ECTS |
5 |
ჯამური: 30 ECTS |
6 |
არჩევითი (ერთი კურსი): 5. მომხმარებლის ქცევა (5 ECTS) 6. კორპორაციული ფინანსები (5 ECTS) 7. მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი (5 ECTS) (5 ECTS)
ჯამური: 30 ECTS |
7 |
არჩევითი: აირჩიეთ ერთი:
5. ციფრული მარკეტინგი და ელექტრონული ბიზნესი (5 ECTS) 6. ხელმძღვანელობა (5 ECTS) 7. სერვისის მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისათვის (5 ECTS) 8. საზღვრებს მიღმა კომპანიების შეძენა/შერწყმა (5 ECTS)
ჯამური: 30 ECTS |
8 |
ჯამური: 30 ECTS |
| |
კრედიტების ჯამი: 240 |
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონე ფასდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის შესაბამისად.
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ (ერთჯერად ან მრავალჯერად) და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).
შუალედური და დასკვნითი შეფასება შუალედური და დასკვნითი შეფასება (შეფასების კომპონენტები) მოიცავს შეფასების საშუალება/საშუალებებს რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი აერთიანებს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა და სხვ). შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით ანუ შეფასების მეთოდის საზომი ერთეულით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე
შუალედური და დასკვნითი გამოცდები (როგორც შეფასების კონკრეტული ფორმები) ტარდება წერილობით და ორგანიზებულად ცენტრალიზებულად საგამოცდო ცენტრის მიერ, თუ სხვა რამ არ არის მითითებული შესაბამის სილაბუსში.
შეფასების სხვა ფორმები არის საგნობრივი და განსაზღვრულია სილაბუსებში დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი კომპონენტის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
შეფასების სისტემა უშვებს:
a) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
(C) კარგი – 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – 51-60 ქულა.
ორი სახის უარყოფით შეფასებას:
- (FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
- (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი / საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტი დამატებით გამოცდაზე დაიშვება, თუ მან გადალახა საბოლოო დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ არ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი.
ფინალურ და დამატებით გამოცდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს არანაკლები 5 დღისა დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან.
სტუდენტს კრედიტი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ იგი გადალახავს შუალედური შეფასების მინიმალურ ზღვარს
კრედიტი გაიცემა თუ:
ა) სტუდენტის შედეგმა გადააჭარბა დასკვნითი გამოცდის მინიმალურ ზღვარს.
ბ) სტუდენტმა ფინალურ შეფასებაში მაქსიმუმ 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულა დააგროვა.
შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარი არის 35%, დასკვნითი გამოცდისთვის – 50%.
სტუდენტი დამატებით გამოცდაზე დაიშვება მაშინ თუ მან დააგროვა 41-50 ან ფინალურ შეფასებაში მინიმუმ 51 ქულა 100 ქულიდან, მაგრამ ვერ დააგროვა 20 ქულა 40 ქულიანია საბოლოო შეფასებიდან.
პლაგიატი: პლაგიატი: დაუშვებელია სხვისი იდეებისა და ციტირებების გამოყენება მითითების გარეშე, თუ არის პლაგიატის რაიმე პრეცენდენტი, ლექტორი ვალდებულია არ შეაფასოს სტუდენტის ნამუშევარი. წერილობითი დავალებები, რომლებიც საჭიროებენ ციტირების გამოყენებას და მითითებას, მოწმდება პლაგიატის პროგრამით. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობითი დავალება არ შეფასდება და ლექტორმა უნდა მიაწოდოს სტუდენტს უკუკავშირი და განუმარტოს მიზეზი. სტუდენტს უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება დავალების ბათილად ცნობის შესახებ.
ერთიანი ეროვნული გამოცდა (UNE)
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, რომელმაც წარმატებით დაძლია ერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაციის დროს აპლიკანტმა უნდა აირჩიოს ინგლისური ენა. მან უნდა გადალახოს ინგლისური ენის გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი 75 %.
გარდა ამისა, აპლიკანტმა უნდა აირჩიოს მათემატიკა ან ისტორია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი დაშვების წესისა და ვადის საფუძველზე ამ პროგრამაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს შემდეგი აპლიკანტები:
ა). უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლება საზღვარგარეთ (საქართველოს ფარგლებს გარეთ);
ბ). საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტი განათლება საზღვარგარეთ (საქართველოს ფარგლებს გარეთ) და ისწავლეს ბოლო ორი წელი საზღვარგარეთ (საქართველოს ფარგლებს გარეთ);
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ). საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან გაიარონ ბრიტანული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტესტი პროგრამის ენის (ინგლისური ენა B2) ცოდნის დადგენის მიზნით. განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი ან ზოგად/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულად ან ნაწილობრივ ისწავლა ინგლისურ ენაზე, არ მოეთხოვება ენის ტესტი.
„დ“ პუნქტით გათვალისწინებული პირები ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
სხვა დაშვების კრიტერიუმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის 29 დეკემბრის №224 ბრძანებით “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“.
მობილობა
პროგრამაზე მიღება ასევე შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე, ბრიტანულ უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. დასაქმების სფეროები შესაძლებელია იყოს, (მაგრამ არ შემოიფარგლება) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
პროგრამის წლიური საფასურია 29 550 ლარი. ფინანსური მხარდაჭერისთვის იხილეთ ვაჟა-ფშაველას ფონდი.
პროგრამის ფარგლებში გამოყენებული სწავლებისა და სწავლის მეთოდები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს ეფუძნება და უზრუნველყოფს სწავლის შედეგების მიღწევას.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად გამოიყენება სწავლების შესაბამისი მეთოდები. პროგრამის კომპონენტები (კურსები), საჭირო თანაფარდობით, უზრუნველყოფს საკონტაქტო (პირისპირ) და დამოუკიდებელ სამუშაო საათებს.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად, გამოიყენება ლექციებისა და ტუტორიალების ფორმატი პირისპირ ინტერაქციისთვის. თითოეული მათგანი აერთიანებს მეთოდებს, შესაბამის აქტივობებს, რომლებიც კონკრეტულად არის განსაზღვრული შესაბამისი კურსის სილაბუსით, კურსის მიზნებისა და კურსის ფარგლებში განსავითარებელი კომპეტენციების გათვალისწინებით.
ლექცია - ზეპირი ფორმით ან/და პრეზენტაციის საშუალებების გამოყენებით ხდება ცოდნის გადაცემა სტუდენტებისათვის სილაბუსით განსაზღვრულ განსახილველ საკითხებზე.
სემინარი - ემსახურება ლექციაზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას. ის ასევე გამოიყენება სტუდენტის შეფასების მიზნით.
ლექციებისა და ტუტორიალების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მეთოდები:
- ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი - ამ მეთოდს მიეკუთვნება ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ, ითვისებენ და გადასცემენ აუდიტორიას.
- გონებრივი იერიში - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტულ თემაზე რაც შეიძლება მეტი აზრის, იდეისა და გამოთქმის ჩამოყალიბებას/შექმნას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრის კრეატიული მიდგომის განვითარებას.
- დისკუსია-დებატები - ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხს და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში, რაც მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით არ შემოიფარგლება. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს;
- შემთხვევის შესწავლა - იგი გულისხმობს სტუდენტებთან კონკრეტული შემთხვევების განხილვას ლექციის ახსნის პროცესში, თეორიული მასალის უფრო ნათლად და სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით.
- ახსნა-განმარტებითი მეთოდი - იგი ეფუძნება მოცემულ თემაზე დისკუსიას. ლექტორს მოჰყავს კონკრეტული მაგალითი მასალის მიწოდებისას, რომელიც დეტალურად არის განხილული.
- კომუნიკაციური მუშაობა - აკადემიური აქტივობა, რომელიც გულისხმობს თემის დამუშავებას ლექციის ფარგლებში სტუდენტებთან აქტიური დიალოგის ფორმატში. კომუნიკაციური მუშაობა საშუალებას იძლევა მიიპყროს და შეინარჩუნოს სტუდენტების ყურადღება, ასევე განისაზღვროს ლექციის დროს მოწოდებული ახალი ინფორმაციის გაგების დონე.
- წერითი მუშაობის მეთოდი - იგი მოიცავს ამონაწერების და ჩანაწერების გაკეთებას, მასალის შეჯამებას, თეზისების შედგენას, მოხსენების ან ესეს წერას, სიტუაციის ანალიზს, მოხსენების ან/და სხვა წერილობითი დოკუმენტის მომზადებას. პროგრამის განხორციელებისას წერითი ნამუშევარი ძირითადად გამოიყენება წაკითხული ლიტერატურიდან ან/და საინფორმაციო წყაროს/აუდიოვიზუალური მასალის ძირითადი ამონაწერის დამზადებისას, თეზისების მომზადებისას, შემთხვევის შესწავლის წერილობით ანალიზში, წერილობითი ამოცანების/დავალებების/სავარჯიშოების შესრულებისას, ესეს ან ანგარიშის შესრულებისას, სამაგისტრო ნაშრომში. გამოცდების დროს და ა.შ.
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა არის აკადემიური აქტივობა, რომელიც თავის ამოსავალ წერტილად იღებს პრობლემას. სტუდენტები ცდილობენ გაიაზრონ ლექტორის მიერ წამოჭრილი პრობლემა და მოძებნონ მისი გადაჭრის საუკეთესო გზა. ამ პროცესის განმავლობაში ისინი იძენენ ახალ ცოდნას არსებული საჭიროებიდან გამომდინარე და უვითარდებათ პრობლემების გადაჭრის უნარი. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მიმდინარეობს ღია და დამხმარე გარემოში, სადაც ლექტორი მხოლოდ პროცესის ფასილიტატორის როლს ასრულებს.
- აქტივობაზე ორიენტირებული სწავლება - ის ერთ-ერთი ეფექტური აქტივობაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილაბუსში ასახული შედეგების მიღწევაში. აქტივობაზე დაფუძნებული სწავლების პროცესში სწავლება ხორციელდება სტუდენტებისთვის სხვადასხვა სასწავლო ამოცანების (რომლის მიწოდება შესაძლებელია: კონკრეტული სიტუაცია, სავარჯიშო, პრაქტიკული დავალება ან სხვა ფორმით) და მათი შესრულების ინსტრუქციების გაერთიანებით. ამ აქტივობის სასწავლო პროცესში გამოყენებისას ლექტორის ამოცანაა - ხელი შეუწყოს სწავლას დავალებების მომზადებისა და შეფასების საშუალებით; ხოლო, სტუდენტის წინაშე დგება კონკრეტული ამოცანა, რომელიც მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. აქტივობა ეხმარება სტუდენტს ეტაპობრივად შეისწავლოს თეორიული მასალა კონკრეტული ამოცანების გადაჭრით, გამოუმუშავოს თეორიული მასალის დამოუკიდებელი გამოყენების ჩვევები და საბოლოოდ, გააძლიეროს მენეჯმენტში რაოდენობრივი მეთოდების ან/და კონკრეტული მოდელების/ინსტრუმენტების/ტექნიკის გამოყენების უნარები მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
- ჯგუფური (თანამშრომლობითი) მუშაობა; თანამშრომლობითი სწავლება; გუნდებში მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტების მცირე გუნდებად დაყოფას და სასწავლო დავალებების მიცემას. გუნდის წევრები ინდივიდუალურად მუშაობენ საკითხზე და ამავდროულად უზიარებენ მას გუნდის სხვა წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე, გუნდის მუშაობისას შესაძლებელია წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში და ხელს უწყობს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას, ეხმარება სტუდენტს განუვითაროს საკუთარი აზრის არგუმენტის, სხვისი აზრის მოსმენის და შეზღუდულ დროში სწრაფად გაანალიზების უნარი.
- სახელმძღვანელო(ებ)ზე მუშაობა – იგი გამოიყენება როგორც სტუდენტის შემეცნებითი უნარების (ანალიზი, სინთეზი, დედუქცია, ინდუქცია, წაკითხულის გააზრება, წერილობითი კომუნიკაცია), ასევე დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობისთვის. სახელმძღვანელო(ებ)ზე მუშაობას სტუდენტი ძირითადად იყენებს სავალდებულო და დამატებითი ლიტერატურის დამოუკიდებლად გაცნობის, შესაბამისი მასალების შესწავლის, მოცემული ცნობების დამუშავებისა და ანალიზისთვის. ეს აუცილებელია სხვადასხვა სახის საშინაო დავალების მოსამზადებლად: პრეზენტაცია, დებატები, დისკუსიები, ესეები და ეხმარება სტუდენტს მასალის ათვისებაში, უვითარებს შესაბამისი ლიტერატურის, საინფორმაციო წყაროების და სხვა მასალების დამოუკიდებელი ძიება-დამუშავების და დასკვნების გამოტანის უნარს.
- როლური და სიტუაციური თამაშის მეთოდი – მეთოდი, რომლის დროსაც სტუდენტები წყვეტენ ამოცანებს ლექტორის მიერ მინიჭებული როლების შესაბამისად რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციაში. სიტუაციურ პრობლემებზე მუშაობა არის პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც უვითარებს სტუდენტებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნების უნარს, ასევე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. ჯგუფური და სტანდარტიზებული სიმულაციის შემთხვევაში სიტუაციური დავალება როლური თამაშის ფორმას იღებს, რაც დამატებით საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაზიარონ საკითხი/პრობლემა მრავალი პერსპექტივიდან.
- დემონსტრირების მეთოდი – მეთოდი, რომელიც მოიცავს სწავლას კეთებით, რომლის დროსაც ლექტორი დამკვირვებლის რეჟიმში უჩვენებს სტუდენტებს, როგორ შეასრულონ კონკრეტული თეორიული ან პრაქტიკული დავალება. დემონსტრაციის მიზანია ნათები გახადოს სასწავლო მასალის სხვადასხვა კომპონენტი და დააკონკრეტოს, თუ რისი გაკეთება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებელი მუშაობის დროს.
- სწავლა ხელმძღვანელობით - პროცესი, რომლის დროსაც სტუდენტები ერთვებიან სასწავლო პროცესში, რომელსაც ხელმძღვანელობენ უფრო გამოცდილი პარტნიორები, ამ შემთხვევაში კურსის ხელმძღვანელი და საზოგადოდ მიღებული წყაროები, როგორიცაა ინსტრუმენტები, ტექსტი და/ან სხვა არტეფაქტი.
- დისკუსია ჯგუფებში – სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და მათ განიხილავენ დისკუსიისათვის მოცემულ თემას. ჯგუფურ დისკუსიას უძღვება მასწავლებელი.
- ვიზუალური პრეზენტაციის მეთოდი - სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები მოიძიებენ შესაბამის მასალებს მოცემულ თემებზე და წარუდგენენ ჯგუფს ტექნიკური საშუალებების/სადემონსტრაციო მასალების გამოყენებით. კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრეზენტაცია შეიძლება მომზადდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. პრეზენტაციის მთავარი მიზანია შერჩეული საკითხისთვის საჭირო წყაროების მოძიებისა და დამუშავების ჩვევების გამომუშავება, შესწავლილ საკითხზე საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარ-ჩვევების გაძლიერება, ასევე ნაშრომის/საკუთარი კვლევის შედეგების, არგუმენტირებული ორიგინალური დასკვნების/რეკომენდაციების სახით წარმოდგენისა და დისკუსიაში/დისკუსიაში მონაწილეობის უნარ-ჩვევების გაძლიერება. წარმოდგენილი პრეზენტაცია მიუთითებს სტუდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი მასალის ცოდნასა და შეძენილ უნარ-ჩვევებზე.
დავალების მომზადება -
ეს არის ტექნიკა, რომელიც ჩვეულებრივ შეიძლება გამოყენებულ იქნას სწავლებისა და სწავლის პროცესში. ეს არის სასწავლო ტექნიკა, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა შორის სახელმძღვანელო ინფორმაციას, თვითსწავლებას, წერის უნარს და ანგარიშის მომზადებას.
საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის საქართველოში ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური რესურსით. კერძოდ, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (სადაც ხელმისაწვდომია პროგრამის სილაბუსებით განსაზღვრული სავალდებულო ლიტერატურა, ელექტრონული რესურსები, სამეცნიერო ბაზები), კომპიუტერული კლასი (სტუდენტებისათვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის თავისუფალი წვდომით), საკონფერენციო დარბაზი, აუდიტორიები. სასწავლო გარემო აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია ელექტრონული პლატფორმები (Zoom, Google Meet) და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა.
პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტები, რომელთაც აქვთ პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.
პროგრამა ვალიდირებულია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ. ბუკინგემის მიერ პროგრამის დასრულების შემდგომ პროგრამის ვალიდაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემისათვის, სავალდებულოა პროგრამის ქვემოთ მოცემული სტრუქტურის მიხედვით გავლა, ამასთან, სხვა პირობების შესრულება, რომელიც გაწერილია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ ვალიდირებული პროგრამებისათვის შექმნილ აკადემიური რეგულაციის დოკუმენტში. სტუდენტს შეუძლია უარი განაცხადოს ვალიდაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებაზე, რა შემთხვევაშიც, მასზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული აკადემიური რეგულაციით გათვალისწინებული პირობები. ამასთან, პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ პროგრამის ვალიდაციის დამადასტურებელ დოკუმენტზე უარის თქმის შემთხვევაში, პროგრამის არჩევითი სასწავლო კურსებისათვის გამოყოფილი კრედიტების რაოდენობა შესაძლებელია ათვისებული/აღიარებული იქნას სფეროსთან დაკავშირებული, შესაბამისი საფეხურის სხვა სასწავლო კურსებით.