პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის დასახელებაპოლიტიკის მეცნიერება
მისანიჭებელი კვალიფიკაციაპოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:240 ECTS / კრედიტი 4 წელი (8 სემესტრი)
ფაკულტეტისოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი
სწავლების საფეხურიFHEQ საფეხური 6
სწავლების ფორმასრული
პროგრამის ხელმძღვანელი 
  • მისცეს ფართო ცოდნა პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი პრობლემების შესახებ, გააცნოს მათ დარგის ძირითადი თეორიები, ცნებები და მეთოდები;
  • განუვითაროს პოლიტიკური მოვლენების კრიტიკული ანალიზისა და შეფასების, თვითგანვითარების, ანალიტიკურ ნაშორმებზე მუშაობისა და მათი დამუშავების უნარი;
  • აღჭურვოს ისინი პრაქტიკული და ტრანსფერული უნარებით, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

  • ახდენს სხვადასხვა სოციალურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული სტრუქტურების, ფუნქციების, პროცესებისა და კულტურების შესახებ ცოდნის დემონსტრირებას;
  • ახდენს ცოდნის დემოსტრირებას იმ გარემოს შესახებ, რომელშიც მოქმედებენ ორგანიზაციები, მათ შორის პოლიტიკურ, სოციალურ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ კონტექსტში, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე;
  • განიხილავს პოლიტიკის მეცნიერების თანამედროვე თეორიებსა და ცნებებს;
  • აღწერს პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკას, პოლიტიკის მეცნიერების სფეროს ფართო ცოდნის საფუძველზე;
  • აანალიზებს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და პროცესებს და ახდენს მათ ინტერპრეტირებას;
  • აიდენტიფიცირებს და აანალიზებს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და კანონზომიერებებს;
  • ახორციელებს კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტებს პოლიტიკის სფეროში, მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ანალიზის საფუძველზე წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად, აყალიბებს დასკვნებს და რეკომენდაციებს;
  • ახდენს საკუთარი ცოდნის და იდეების კომუნიკაციას როგორც დარგის სპეციალისტებთან, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, კომუნიკაციის ეფექტური საშუალების გამოყენებით;
  • წარმართავს საკუთარ საქმიანობას ეთიკის პრინციპების დაცვით.

 

სასწავლო კურსი

სტატუსი

წინაპირობა

ECTS

1.1

ძირითადი აკადემიური უნარები

სავალდებულო

გარეშე

5

1.2

აკადემიური ინგლისური I

სავალდებულო

გარეშე

10

1.3

მათემატიკის საფუძვლები

სავალდებულო

გარეშე

5

1.4

ეკონომიკა I (მიკროეკონომიკა)

სავალდებულო

გარეშე

5

1.5

საზოგადოება და კულტურა საქართველოში

სავალდებულო

გარეშე

5

 

 

 

 

30

2.1

აკადემიური ინგლისური II

სავალდებულო

გარეშე

5

2.2

ეკონომიკა II (მაკროეკონომიკა)

სავალდებულო

გარეშე

5

2.3

კრიტიკული აზროვნება

სავალდებულო

გარეშე

5

2.4

საერთაშორისო გარემო

სავალდებულო

გარეშე

5

2.5

პოლიტიკური კომუნიკაციები

სავალდებულო

გარეშე

10

 

 

 

 

30

3.1

სოციალური და პოლიტიკური კვლევის მეთოდები

სავალდებულო

გარეშე

10

3.2

შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში

სავალდებულო

2.4

10

3.3

დიპლომატიის ისტორია

სავალდებულო

გარეშე

10

 

 

 

 

30

4.1

შესავალი პოლიტიკის თეორიაში

სავალდებულო

2.4

10

4.2

საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი

სავალდებულო

2.4; 3.2

10

4.3

შედარებითი პოლიტიკა

სავალდებულო

3.1; 3.2

10

 

 

 

 

30

5.1

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა

სავალდებულო

4.2

10

5.2

საერთაშორისო სამართალი და ორგანიზაციები

სავალდებულო

გარეშე

10

5.3

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა

სავალდებულო

გარეშე

10

 

 

 

 

30

6.1

გლობალური უსაფრთხოება

სავალდებულო

4.2

5

6.2

ევროკავშირი

სავალდებულო

4.2

10

6.3

პოლიტიკური ფსიქოლოგია

სავალდებულო

4.1

5

6.4

პოლიტიკის ანალიზის კონკურენტული მიდგომები

სავალდებულო

3.1

5

6.5

დემოკრატია და პარტიული პოლიტიკა

Optional

გარეშე

5

6.6

კონფლიქტი და სტაბილურობა ევროპაში

Optional

გარეშე

 

 

 

 

30

7.1

ჩინეთის საგარეო პოლიტიკა

სავალდებულო

4.2

10

7.2

რუსეთის საგარეო პოლიტიკა

სავალდებულო

4.2

10

7.3

ქართული პოლიტიკა

სავალდებულო

გარეშე

5

7.4

ენერგეტიკული პოლიტიკა

Optional

გარეშე

5

7.5

კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკა

Optional

4.2

 

 

 

 

30

8.1

საერთაშორისო ურთიერთობების სიმულაცია

სავალდებულო

CORE

10

8.2

საბაკალავრო ნაშრომი

სავალდებულო

CORE

20

 

 

 

 

30

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონე ფასდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის შესაბამისად.

საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შუალედურ (ერთჯერად ან მრავალჯერად) და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

შუალედური და დასკვნითი შეფასება (შეფასების კომპონენტები) მოიცავს შეფასების საშუალება/საშუალებებს რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი აერთიანებს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა და სხვ). შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით ანუ შეფასების მეთოდის საზომი ერთეულით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე

შუალედური და დასკვნითი გამოცდები (როგორც შეფასების კონკრეტული ფორმები) ტარდება წერილობით და ორგანიზებულად ცენტრალიზებულად საგამოცდო ცენტრის მიერ, თუ სხვა რამ არ არის მითითებული შესაბამის სილაბუსში.

შეფასების სხვა ფორმები არის საგნობრივი და განსაზღვრულია სილაბუსებში დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი კომპონენტის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

შეფასების სისტემა უშვებს:

a) ხუთი სახის დადებით შეფასებას: 

(A) ფრიადი – 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;

(C) კარგი – 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი / საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტი დამატებით გამოცდაზე დაიშვება, თუ მან გადალახა საბოლოო დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ არ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი.

ფინალურ და დამატებით გამოცდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს არანაკლები 5 დღისა დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან.

სტუდენტს კრედიტი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ იგი გადალახავს შუალედური შეფასების მინიმალურ ზღვარს

კრედიტი გაიცემა თუ:

ა) სტუდენტის შედეგმა გადააჭარბა დასკვნითი გამოცდის მინიმალურ ზღვარს.

ბ) სტუდენტმა ფინალურ შეფასებაში მაქსიმალური 100 ქულიდან დააგროვა მინიმუმ 51 ქულა.

შუალედური გამოცდისთვის მინიმალური ზღვარი არის 35%, ხოლო დასკვნითი გამოცდისთვის 50%

სტუდენტი დამატებით გამოცდაზე დაიშვება მაშინ თუ მან დააგროვა 41-50 ან ფინალურ შეფასებაში მინიმუმ 51 ქულა 100 ქულიდან, მაგრამ ვერ დააგროვა 20 ქულა 40 ქულიანია საბოლოო შეფასებიდან.

პლაგიატი: Using another person’s ideas and opinion without proper citation and referencing is not tolerated. If there are any precedents of plagiarism, a lecturer is required not to assess and evaluate a student’s work. Written assignmentswhich require citation and referencing are checked through plagiarism detection software. Written assignments with any occurrence of plagiarism will not be assessed and a lecturer should provide feedback to a student clarifying the reason. A student is eligible to appeal the decision about nullifying an assignment.

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. დასაქმების სფეროები შესაძლებელია იყოს, (მაგრამ არ შემოიფარგლება) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები. 

ერთიანი ეროვნული გამოცდა (UNE)

წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, რომელმაც წარმატებით დაძლია ერთიანი ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტმა უნდა გაიაროს შემდეგის სავალდებულო საგნები:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა;
  2. ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაციის დროს აპლიკანტმა უნდა აირჩიოს ინგლისური ენა. მან უნდა გადალახოს ინგლისური ენის გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი 75 %.
  3. გარდა ამისა აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნდა ჩააბაროს მათემატიკა/ისტორია/სამოქალაქო განათლება/ გეოგრაფია..  

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი დაშვების წესისა და ვადის საფუძველზე აღნიშნულ პროგრამაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს შემდეგი აპლიკანტები:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება; 

ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან გაიარონ ბრიტანული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტესტი პროგრამის ენის (ინგლისური ენა B2) ცოდნის დადგენის მიზნით. განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი ან ზოგად/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულად ან ნაწილობრივ ისწავლა ინგლისურ ენაზე არ მოეთხოვება ენის ტესტის. 

„დ“ პუნქტით გათვალისწინებული პირები ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 

სხვა დაშვების კრიტერიუმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის 29 დეკემბრის №224 ბრძანებით “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“.

მობილობა 

პროგრამაზე მიღება ასევე შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე, ბრიტანულ უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

პროგრამის წლიური საფასურია 29 550 ლარი. ფინანსური მხარდაჭერისთვის იხილეთ ვაჟა-ფშაველას ფონდი.

 

პროგამის ფარგლებში გამოყენებული სწავლებისა და სწავლის მეთოდები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს ეფუძნება და უზრუნველყოფს სწავლის შედეგების მიღწევას.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად, გამოიყენება შესაბამისი სწავლების ორგანიზების ფორმები. პროგრამის სასწავლო კურსები, აუცილებელი თანაფარდობით ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს.

სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებულია სწავლება-სწავლის სალექციო და სასემინარო მეთოდი. თითოეული მათგანი აერთიანებს შესაბამის აქტივობებს, სასწავლო კურსის მიზნების და განსახილველი თემების სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულად განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსებით, კურსის მიზნების და კურსის ფარგლებში განსავითარებელი შედეგების გათვალისწინებით.

  • ლექცია - ზეპირი ფორმით ან/და პრეზენტაციის საშუალებების გამოყენებით ხდება ცოდნის გადაცემა სტუდენტებისათვის სილაბუსით განსაზღვრულ განსახილველ საკითხებზე.
  • სემინარი ემსახურება ლექციაზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას. ის ასევე გამოიყენება სტუდენტის შეფასების მიზნით.

ლექციასა და სემინარზე გამოიყენება შემდეგი აქტივობები:

  • ვერბალური - აღნიშნული აქტიურად გამოიყენება ლექციის დროს, როდესაც ხდება ლექტორის მიერ თხრობის, საუბარის საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ, ითვისებენ და გადასცემენ აუდიტორიას.
  • გონებრივი იერიში (Brain-storming) - გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველიარადიკალურად განსხვავდებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.
  • დისკუსია-დებატები - ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხს და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში, რაც მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით არ შემოიფარგლება. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს;
  • შემთხვევის ანალიზი (Case Study) - გულისხმობს ლექციის ახსნის პროცესში სტუდენტებთან ერთად კონკრეტული შემთხვევების განხილვას, თეორიული მასალის უფრო თვალსაჩინოდ და საფუძვლიანად წარმოჩენის მიზნით;
  • ჯგუფური (collaborative) მუშაობა - გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხებს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანებიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში;
  • ახსნა-განმარტებითი - ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
  • კომუნიკაციური მუშაობა - კომუნიკაციური მიდგომის მიხედვით სწავლების მიზანს წარმოადგენს სტუდენტის კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარება. აღნიშნული მიდგომა ფართოდ იყენებს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს.
  • წერითი მუშაობა - გულისხმობს მუშაობას ტესტებზე, ქვიზებზე, ამოცანებზე, სავარჯიშოებზე, ესეებისა და რეპორტების მომზადებაზე განვლილი მასალის მიხედვით, ჩანაწერების გაკეთებასა და რეფერატის შედგენას.
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა, რომლის დროსაც სტუდენტი საგანს შეისწავლის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის გზით.
  • კოოპერაციული სწავლება - მოიცავს კლასის პატარა ჯგუფებად დაყოფას, რომლებიც მუშაობენ ერთობლივად იმგვარად, რომ ჯგუფის თითოეული წევრის წარმატება დამოკიდებულია მთლიანი ჯგუფის წარმატებაზე.
  • ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება - აღნიშნული აქტივობის დროს სტუდენტი აქტიურად არის ჩართული სწავლების პროცესში. სწვალება კეთებით წარმოადგენს ამ აქტივობის მთავარ ფოკუსს.
  • წიგნზე (წყაროზე) მუშაობა - აღნიშნული გამოიყენება სტუდენტის მიერ სილაბუსში მითითებული სავალდებულო და დამატებით ლიტერატურაზე დამოუკიდებლად მუშაობისათვის, შესაბამისი მასალის სასწავლად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად.
  • სწავლა ხელმძღვანელობით - პროცესი, რომლის დროსაც ლექტორები აძლევენ მითითებებს სტუდენტებს კონკრეტულ დავალებასთან და სწავლების სტარტეგიასთან დაკავშირებით ინდივიდუალური მუშაობის დროს.
  • დემოსტრირება - აკადმეიური აქტივობა, რომლის დორსაც ლექტორი აჩვენებს სტუდენტებს, თუ როგორ შეასრულონ კონკრეტული თეორიული ან პრატქიკული ამოცანა.
  • პრეზენტაცია - ქმედებაზე დაფუძნებული აქტივობა, რომლის დროსაც სტუდენტი მოიძიებს თემის შესაბამის მასალას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის საქართველოში ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური რესურსით. კერძოდ, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (სადაც ხელმისაწვდომია პროგრამის სილაბუსებით განსაზღვრული სავალდებულო ლიტერატურა, ელექტრონული რესურსები, სამეცნიერო ბაზები), კომპიუტერული კლასი (სტუდენტებისათვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის თავისუფალი წვდომით), საკონფერენციო დარბაზი, აუდიტორიები. სასწავლო გარემო აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია ელექტრონული პლატფორმები (Zoom, Google Meet) და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა.

პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტები, რომელთაც აქვთ პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.

 

პროგრამა ვალიდირებულია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ. ბუკინგემის მიერ პროგრამის დასრულების შემდგომ პროგრამის ვალიდაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემისათვის, სავალდებულოა პროგრამის ქვემოთ მოცემული სტრუქტურის მიხედვით გავლა, ამასთან, სხვა პირობების შესრულება, რომელიც გაწერილია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ ვალიდირებული პროგრამებისათვის შექმნილ აკადემიური რეგულაციის დოკუმენტში. სტუდენტს შეუძლია უარი განაცხადოს ვალიდაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებაზე, რა შემთხვევაშიც, მასზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული აკადემიური რეგულაციით გათვალისწინებული პირობები. ამასთან, პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ პროგრამის ვალიდაციის დამადასტურებელ დოკუმენტზე უარის თქმის შემთხვევაში, პროგრამის არჩევითი სასწავლო კურსებისათვის გამოყოფილი კრედიტების რაოდენობა შესაძლებელია ათვისებული/აღიარებული იქნას სფეროსთან დაკავშირებული, შესაბამისი საფეხურის სხვა სასწავლო კურსებით.

Do you have more questions?

სხვა პროგრამები