ბრიტანული მოდელი

γιγνώσκω οίδα σοφία

ბრიტანულ უნივერსიტეტში დანერგილი გვაქვს განათლების გამორჩეული მეთოდი, რომელიც ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ არის მოწოდებული. პატარა სასწავლო ჯგუფების დამსახურებით, სტუდენტებს აქვთ გაცილებით საინტერესო და სასიამოვნო ინტერაქცია ლექტორებთან, რაც კიდევ უფრო პროდუქტიული სწავლის გამოცდილებას გვაძლევს. ბუკინგემის უნივერსიტეტის ოქროს ჯილდო „ბრიტანეთის სწავლების ხარისხის სტრუქტურა“ (TEF), ამ მეთოდის წარმატებულობას მოწმობს. ამასთანავე, ჩვენი მენტორობის სისტემა სტუდენტებს მხარდაჭერასა და წინამძღოლობას სთავაზობს, რაც მათ სტუდენტური ცხოვრების სირთულეების გადალახვაში ეხმარებათ და მყარ საფუძველს უყრის მათ მომავალ კარიერას.