ბრიტანეთის კვლევები

პროგრამის დასახელებაბრიტანეთის კვლევები
მისანიჭებელი კვალიფიკაციაბრიტანეთის კვლევების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:120 ECTS / 2 years (4 semesters)
ფაკულტეტისოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი
სწავლების საფეხურიMA
სწავლების ფორმასრული
პროგრამის ხელმძღვანელი

მაია გურგენიძე, პროფესორი

ანი დემეტრაშვილი, აფილირებული ასისტენტ პროფესორი  

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მიზანია:


სტუდენტებს მისცეს ღრმა, მულტიდისციპლინური ცოდნა ბრიტანეთისმცოდნეობაში, გამოუმუშავოს უნარები და ცოდნა რითაც შეძლებენ თავისუფლად გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი, ეკონომიკური, ბიზნეს ან სხვა ურთიერთობების და კომუნიკაციების წარმოებას;
მოამზადოს კურსდამთავრებული, რომელსაც ექნება ბრიტანული ლიტერატურის შესახებ ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი სისტემის; ბიზნეს გარემოს; ეკონომიკის; პოლიტიკური მოწყობისა და სტრუქტურის; განათლების სისტემის; ისტორიის შესახებ;
მისცეს კურსდამთავრებულს საფუძვლიანი ცოდნა კვლევის მეთოდების შესახებ და გამოუმუშავოს მას კვლევის უნარები.

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:


ცოდნა და გაგება
1) კრიტიკულად იაზრებს გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივ ჩარჩოს, ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემას, ისტორიასა და განათლების სისტემას;
2) აფასებს და განიხილავს ბრიტანული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, მათი ღრმა და საფუძვლიანი ცოდნის საფუძველზე;
უნარი
3) აანალიზებს გაერთიანებული სამეფოს თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და გამოწვევებს და მის როლს ევროპასა და მსოფლიოში;
4) აანალიზებს ბრიტანულ ლიტერატურას ეკონომიკური, სოციალური და სხვადასხვა თეორიული თვალთახედვიდან და აყალიბებს დასკვნებს, რომელშიც აისახება სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები;
5) აყალიბებს რეკომენდაციებს რთული პრობლემების გადასაჭრელად ბრიტანეთის ბიზნეს, ეკონომიკურ-პოლიტიკურ, განათლების სისტემასთან დაკავშირებით;
6) არგუმენტირებულად წარმოადგენს საკუთარ დასკვნებს აკადემიურ და არააკადემიური საზოგადოების წინაშე, ზეპირი და წერილობითი ფორმით;
ავტონომიურობა - პასუხისმგებლობა
7) დამოუკიდებლად ახორციელებს მულტიდისციპლინურ კვლევას, უახლესი მიდგომების გამოყენებით, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით და წარმართავს საკუთარ სწავლას მულტიდისციპლინურ სასწავლო გარემოში.

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონე ფასდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის შესაბამისად.

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ (ერთჯერად ან მრავალჯერად) და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

შუალედური და დასკვნითი შეფასება (შეფასების ფორმები) მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი აერთიანებს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, კაზუსის ამოხსნა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა და სხვ). შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით ანუ შეფასების მეთოდის საზომი ერთეულით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე.

შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში.

დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

შეფასების სისტემა უშვებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;

(C) კარგი – 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:  

(FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი / საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

საგანმანათლებლო პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე, მისი კურსდამთავრებულის დასაქმების არეალი ფართოა და კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს როგორც საჯარო და კერძო ორგანიზაციებსა და ბიზნეს სექტორში, რომლებიც საქმიანობენ/გეგმავენ საქმიანობას გაერთიანებულ სამეფოში; ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, საელჩოებში, ნებისმიერ საჯარო სექტორში, რომელიც გულისხმობს გაერთიანებულ სამეფოსთან კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ან რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობას;

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს სწავლა გააგრძელოს სადოქტორო პროგრამაზე, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

ბრიტანეთის კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური განათლების მქონე პირს, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე. კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი. პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, ბრიტანულ უნივერსიტეტს მიმართავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით. საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს გასაუბრებას (ზეპირ გამოცდას) და ტესტირებას ინგლისურ ენაში. ტესტი ფასდება მაქსიმუმ 60 ქულით, საიდანაც მინიმალური ზღვარი შეადგენს 60%-ს ანუ 36 ქულას, ხოლო გასაუბრება - მაქსიმუმ 40 ქულით (მინიმალური ზღვარი - 20 ქულა).  

შეფასების კრიტერიუმები და გასაუბრების (ზეპირი გამოცდის) თემატიკა დაიდება ვებ-გვერდზე ერთი თვით ადრე. შეფასების კრიტერიუმები მოცემულია ბრიტანეთის კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებში.

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.

საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

დ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 52- ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის: 2800 GEL
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის: 4000 GEL

პროგრამის ფარგლებში გამოყენებული სწავლებისა და სწავლის მეთოდები სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს ეფუძნება და უზრუნველყოფს სწავლის შედეგების მიღწევას.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად, გამოიყენება შესაბამისი სწავლების ორგანიზების ფორმები. პროგრამის სასწავლო კურსები, აუცილებელი თანაფარდობით ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს.

სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებულია სწავლება-სწავლის სალექციო და სასემინარო მეთოდი.

თითოეული მათგანი აერთიანებს მეთოდებს და ხერხებს, შესაბამის აქტივობებს, სასწავლო კურსის მიზნების და განსახილველი თემების სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულად განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსებით, კურსის მიზნების და კურსის ფარგლებში განსავითარებელი კომპეტენციების გათვალისწინებით.

ლექცია - ზეპირი ფორმით ან/და პრეზენტაციის საშუალებების გამოყენებით ხდება ცოდნის გადაცემა სტუდენტებისათვის სილაბუსით განსაზღვრულ განსახილველ საკითხებზე.

სემინარი - ემსახურება ლექციაზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას. ის ასევე გამოიყენება სტუდენტის შეფასების მიზნით.

ლექციასა და სემინარზე მაგლითად გამოიყენება:

  • ვერბალური მეთოდი - აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოიყენება ლექციის დროს, როდესაც ხდება ლექტორის მიერ თხრობის, საუბარის საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ, ითვისებენ და გადასცემენ აუდიტორიას.
  • გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავდებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.
  • დისკუსია-დებატები, რაც ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხს და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში, რაც მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით არ შემოიფარგლება. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს;
  • შემთხვევის ანალიზის მეთოდი (Case study). გულისხმობს ლექციის ახსნის პროცესში სტუდენტებთან ერთად კონკრეტული შემთხვევების განხილვას, თეორიული მასალის უფრო თვალსაჩინოდ და საფუძვლიანად წარმოჩენის მიზნით;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
  • გუნდური მუშაობა აკადემიურ ჯგუფებში მცირერიცხოვანი გუნდების ჩამოყალიბება, გუნდში მუშაობის უნარების გასანვითარებლად. მათ შორის ერთგვარი კონკურენციის წახალისება, სასწავლო მასალი ს ფორმატში კონკრეტული ჯგუფური დავალების/პროექტის უკეთესად მომზადება/წარდგენის მიზნით; გუნდებში ლიდერული უნარების განვითარება, შეჯიბრებითობის უნარის განვითარება, გუნდის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება.
  • წერითი მუშაობის მეთოდი ტესტური მუშაობა, ქვიზების, სავარჯიშოებისა და ამოცანების (კაზუსების) ამოხსნა, ძირითადი და დამატებითი სასწავლო მასალის საფუძველზე ესეებისა და/ან რეფერატების მომზადება, ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა.
  • პრაქტიკული მუშაობა თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაციის მიზნით პრაქტიკული ამოცანების და დავალებების შესრულება, ჰიპოთეტური პრობლემების გადაჭრა და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა.

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის თანამედროვე, სათანადოდ აღჭურვილი აუდიტორიები, საკონსულტაციო ოთახები, საკონფერენციო, თანამედროვე ბიბლიოთეკა და საბიბლიოთეკო რესურსები (მათ შორის, ელექტრონული რესურსები და ელექტრონული სამეცნიერო ბაზები), კომპიუტერული რესურსი და სხვ.

 

 

პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს ბრიტანული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტები, რომელთაც აქვთ პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება. ადამიანური რესურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. დანართ №2-ში.

 

Ani Demetrashvili is an Assistant in the MA program in British Studies at British Teaching University in Georgia. She has a BA in English Philology from Iv. Javakhishvili Tbilisi State University and an MA in Education Administration from Ilia State University. Currently, she is a doctoral student in Education Sciences at International Black Sea University.

Contacts:

Do you have more questions?

სხვა პროგრამები