ბრიტანულმა უნივერსიტეტმა საქართველოში ბუკინგემის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

 

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა საქართველოში ბუკინგემის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ჩვენს კამპუსს ბუკინგემის უნივერსიტეტის კოლაბორაციებისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, დოქტორი დევიდ ჰოლიმანი და კოლაბორაციების ადმინისტრატორი, ანაბელ რობოთემი ესტუმრნენ.

 

პარტნიორებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს როგორც აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, ისე ჩვენს სტუდენტებთან.

 

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, განიხილეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები და შეათანხმეს მომავალი აკადემიური წლისათვის დაგეგმილი ღონისძიებები.
 

შეგახსენებთ, 2020 წელს ბუკინგემის უნივერსიტეტთან გაფორმდა აკადემიური აფილირების შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრიტანული უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საბაკალავრო პროგრამები ვალიდირებულია ბუკინგემის უნივერსიტეტის მიერ.