სტუდენტური კლუბები
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს კლუბების მრავალფეროვნებას სთავაზობს.
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში-ს სტუდენტური სერვისების განყოფილება სტუდენტებს აკადემიური წლის წარმატებით გავლაში ეხმარება. დეპარტამენტი უამრავ სერვისსა და აქტივობას სთავაზობს სტუდენტებს, მათ შორის, პირად კონსულტაციებს, აკადემიურ მხარდაჭერას, მენტორობას, ა.შ.
აქტივობები
სტუდენტური სერვისების მიერ შექმნილი ერთ-ერთი პროექტია კლუბები - სტუდენტებისთვის აქტივობები ახალი უნარების შესაძენად და ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით ტარდება. კლუბები არის აბსოლუტურად უფასო, მრავალფეროვანი არჩევანით და შექმნილია სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით.
იოგას კლუბი
სტუდენტებს წინამძღოლობს იოგის პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც მედიტაციას, გონებისა და სხეულის მოდუნებას ასწავლის. აქტივობა ტარდება უნივერსიტეტის შენობაში.

ფილმების კლუბი
ეს კლუბი არის მათთვისაც, ვისაც ფილმების ყურება, მერე კი შინაარსის, პერსონაჟებისა და მსახიობების განხილვა უყვართ. ფილმის კლუბსაც პროფესიონალი რეჟისორი ხელმძღვანელობს, რომელმაც კინო ინდუსტრიაზე ბევრი რამ იცის და სტუდენტებს ასწავლის, თუ რას მიაქციონ ყურადღება ფილმის ყურებისას და როგორ განიხილონ 2 საათიანი სესიის განმავლობაში.
წიგნის კლუბი
წიგნის კლუბი არის მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა, წერა და მზად არის წიგნებზე გაუჩერებლად ილაპარაკოს! ბრიტანელი პროფესორის საგულდაგულოდ არჩევს ლიტერატურას, თითოეულ წაკითხულ წიგნს კი ერთად განვიხილავთ!

ფეხბურთის კლუბი
ბრიტანული უნივერსიტეტის ფეხბურთის კლუბი, გრძელი დამღლელი დღისა და საშინაო დავალებების შემდეგ, ძალიან სასიამოვნო და სახალისო ადგილია ფეხბურთის სათამაშოდ ჯგუფელებთან ერთად. სტუდენტები თამაშობენ სტადიონზე, რომელიც ყოველ კვირა სპეციალურად მათთვის იჯავშნება. ასევე იმართება საფეხბურთო ჩემპიონატებიც. პრიზი, რა თქმა უნდა, საფეხბურთო თასი და მედლებია, ზუსტად ისე, როგორც ოფიციალურ ჩემპიონატებზე.
მუსიკის კლუბი
მუსიკის კლუბი არის სტუდენტებისთვის, ვისაც ინსტრუმენტებზე დაკვრა და მუსიკის მოსმენა უყვარს. ყოველ კვირა სტუდენტები იკრიბებიან და მიდიან მუსიკალურ სკოლაში, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იჯავშნება. მეცადინეობები მოიცავს არა მხოლოდ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლებას, არამედ ხმის ვარჯიშებსაც.

თეატრის კლუბი
სტუდენტებისთვის, რომლებიც გატაცებულები არიან მსახიობობით, ბრიტანული უნივერსიტეტის თეატრალური კლუბი იდეალური ადგილია. კლუბში შეხვედრები თითქმის ყოველდღე ტარდება, იმისათვის, რომ იდეალური შესრულება დაიდგას.