31 მაისს, 5 საათზე_ ფიონა ფოქოქმა ჩაატარა შეხვედრა, სადაც ისაუბრა ხელოვნურ ინტელექტზე და მისი გამოყენების გზებზე. ასევე განვიხილეთ რა სარგებელი აქვს მას სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, ტუტორებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც აკადემიურ სფეროში მოღვაწეობს. ჩვენმა სტუმარმა გაგვიზიარა გზები თუ როგორ იყენებენ სტუდენტები და მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს და როგორ შეუძლიათ აკადემიურ პერსონალს დაადგინონ ტექნოლოგიების დახმარებით არის დავალება შესრულებული თუ არა. ასევე ჩავატარეთ კითხვა პასუხის რეჟიმი მას შემდეგ, რაც განვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც დამსწრეებს ჰქონდათ შანსი მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიეღოთ ჩვენი სტუმრისგან. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას დასწრებისთვის.