Application for BA and MA Programmes
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს:
საბაკალავრო პროგრამები:
სამაგისტრო პროგრამა:
საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო სტუდენტებისათვის პროგრამებზე ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
- აპლიკანტს, რომელმაც მიიღო სრული ზოგადი ან ეკვივალენტური განათლება და წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ენიჭება უფლება სწავლა გააგრძელოს ბრიტანული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე.
- აპლიკანტს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ენიჭება უფლება სწავლა გააგრძელოს ბრიტანული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო სტუდენტებისათვის ჩარიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის #224/ნ (29.12.2011) ბრძანებით. ამ შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:
ეტაპი 1
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული სააპლიკაციო ფორმა. მიღებული აპლიკაცია განიხილება 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ინტერვიუ, რათა დადგინდეს რამდენად აკმაყოფილებს აპლიკანტი სასურველი პროგრამის მოთხოვნებს. წარმატებული კანდიდატები მიიღებენ პირობითი ჩარიცხვის წერილს ბრიტანული უნივერსიტეტისგან.
ეტაპი 2
აპლიკანტი მინდობილობით უფლებას ანიჭებს ბრიტანულ უნივერსიტეტს, რომ იყოს მისი წარმომადგენელი და წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რათა მოხდეს საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარება და სწავლის უფლების მინიჭება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე. აღნიშნული პროცესი გრძელდება დაახლოებით 1 თვე და სერვისის ღირებულება (მოიცავს თარგმანს, ნოტარიულად დამოწმებას, განაცხადის წარდგენის საფასურს) შეადგენს 130 ფუნტს (დაახლოებით 180 აშშ დოლარს).
წარმატებული საბოლოო ჩარიცხვის შემდგომ, აპლიკანმა უნდა გადაიხადოს სწავლი საფასური და მიიღებს ბრიტანული უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის წერილს, მოწვევას და საფასურის გადახდის დასტურს.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენი დოკუმენტების იდენტიფიცირებისათვის, გთხოვთ შეამოწმოთ შესაბამისი ინფორმაცია ქვემოთ.
მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს ან მოითხოვოთ კონსულტაცია.
თუ თქვენ გსურთ დამოუკიდებლად წარმართოთ პროცესი და წარადგინოთ დოკუმენტები სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი სტატუსი და მოახდინოთ საჭირო დოკუმენტების იდენტიფიცირება. |
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
წარმოსადგენი დოკუმენტები ბაკალავრობის კანდიდატებისთვის:
- განცხადება;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ ბინადრობის მოწმობის ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
წარმოსადგენი დოკუმენტები მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის:
- განცხადება;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ ბინადრობის მოწმობის ასლი;
- უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრის დიპლომი). ან ბაკალავრის დიპლომის მაგივრად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულად და ნოტარიული წესით დამოწმებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები. გამონაკლისები მოიცავს:
- საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- საქართველოს მოქალაქეები (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
შენიშვნა: აღნიშნული პირები უსდ სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
- მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საქართველოს მოქალაქეები (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
წარმოსადგენი დოკუმენტები ბაკალავრობის კანდიდატებისთვის:
- განცხადება;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ასევე უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ან განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამ შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში);
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
წარმოსადგენი დოკუმენტები მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის:
- განცხადება;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
- უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრის დიპლომი) ან განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულად და ნოტარიული წესით დამოწმებული.