მიღება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ენის მასწავლებელი
ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში აცხადებს რეგისტრაციას - მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ენის მასწავლებელი)
სწავლის წლიური საფასური: 2250 ₾
სწავლების ენა: ქართული
დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც ფლობს ბაკალავრის, მაგისტრის და / ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის საგანში / საგნობრივ ჯგუფში და რომელსაც დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით. კანდიდატმა ასევე წარმატებით უნდა გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა გასაუბრების სახით.
ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე რეგისტრაციისას ონლაინ სარეგისტრაციო ფორმაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება გამოცდაზე რეგისტრაციის შესახებ - განცხადების ფორმა;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში - ბინადრობის დოკუმენტის ასლი;
- ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საგამოცდო ბარათი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აპლიკანტის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარებას, აპლიკანტის საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით.
მნიშვნელოვანი თარიღები
განისაზღვრება მოგვიანებით
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაცია
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 20 ქულა, ხოლო მინიმალური ქულაა 11 (შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შეფასების კრიტერიუმები).
ზეპირ გამოცდაზე კანდიდატმა უნდა შეძლოს, გამოავლინოს:
- მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მოტივაცია და სამომავლო გეგმები პროფესიული განვითარებისა და კარიერული კუთხით;
- ზოგად განათლებაში და დარგში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა და მათი მიმღებლობა.
მოტივაციის გამოსავლენად, კანდიდატმა უნდა ისაუბროს, თუ როგორ დაეხმარება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა პროფესიული განვითარებისა და კარიერული კუთხით დასახული მიზნებისა და გეგმების განხორციელებაში.
ზოგად განათლებაში და დარგში არსებული სიახლეების შესახებ კანდიდატის ინფორმირებულობა და სიახლეების მიმღებლობა დადგინდება კომისიის წევრების მიერ რელევანტური კითხვების დასმით.
აპელაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გასაუბრების შედეგების სააპელაციო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის კანცელარიაში ან ბრიტანული უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის (info@britishuni.edu.ge) მეშვეობით, შესაბამისი ფორმითსააპელაციო განაცხადის ფორმა).
საკონტაქტო ინფორმაცია
თეონა ხაჩიძე, პროგრამის ხელმძღვანელი