მისია და ღირებულებები

γιγνώσκω οίδα σοφία

მისია

ბრიტანული უნივერსიტეტის მისიაა, ბრიტანული აკადემიური მოდელის საქართველოს აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის გზით, იყოს თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად და საზოგადოების ტრანსფორმაციაში წვლილის შესატანად.
ჩვენ ვამაყობთ, რომ შევუერთდით საერთაშორისო პარტნიორებს ინსპირაციული გარემოსა და ინოვაციური პროგრამების შექმნაში. ბუკინგემის უნივერსიტეტთან მუშაობით, რომელიც ბრიტანეთში ერთ-ერთი მოწინავე აკადემიური დაწესებულებაა, ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი საბაკალავრო პროგრამები, რომლებიც იმ ყველანაირ უნარსა და ცოდნას მოგცემთ, რაც აუცილებლად საჭიროა დღევანდელ მუდმივად ცვლილებად სამყაროში თავის წარმოსაჩენად. ჩვენმა თავდაუზოგავმა შრომამ, უზრუნველვყოთ უმაღლესი დონის განათლება, საშუალება მოგვცა, აღსანიშნავი შედეგებისთვის მიგვეღწია. იმისათვის, რომ საზღვრები კიდევ უფრო გავაფართოვოთ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ.

ღირებულებები

01. აკადემიური ხარისხი
ჩვენი მაღალი აკადემიური სტანდარტები ფოკუსირებულია სწავლებაზე, გრანტებსა და ექსპერიმენტულ სწავლაზე. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინდივიდუალურ ყურადღებას და ხანგრძლივ ურთიერთობებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის პოტენციალის გამომჟღავნებას.
02. სტუდენტზე ორიენტირებულობა
ჩვენთვის სტუდენტები ყოველთვის პირველ ადგილას დგანან. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კეთდება მათთვის. ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში, სტუდენტის გავლენა მუდამ ყველაზე მნიშვნელოვანია.
03. ინტერნაციონალიზაცია
ბრიტანული უნივერსიტეტის საერთაშორისო პროფილი გამოირჩევა მისი ღრმა და ფართო აკადემიური, კვლევათა კოლაბორაციებისა და სტუდენტური გაცვლითი პროგრამებით.