Preparation Course for the Teacher's Subject Examination
ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის (ინგლისური ენა - I-XII კლასი) მოსამზადებელ კურსებს იწყებს. საგნის კომპეტენციის დადასტურების მსურველთათვის ხელმისაწვდომია ინტენსიური და გრძელვადიანი კურსები.
ინტენსიური კურსი
საგნის კომპეტენციის დადასტურების მსურველებს ოთხკვირიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ ტესტის ფორმატს, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და უნარები იმიტირებულ გამოცდებზე და მიიღონ პრაქტიკული რჩევები ტრენერისგან.
- თარიღები: 13 თებერვალი - 17 მარტი, 2023
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 თებერვალი, 2023
- სესიების რაოდენობა: 8 ორსაათიანი გაკვეთილი, 3 მოდელირებული ტესტი: კურსის დასაწყისში, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ
- კურსის საფასური: 100 ლარი
გრძელვადიანი კურსი
საგნის კომპეტენციის დადასტურების მსურველებს სამთვიანი კურსის განმავლობაში საშუალება ექნებათ სიღრმისეულად გაეცნონ საგამოცდო ფორმატს, ტესტირების პრინციპებს, რამდენჯერმე გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები იმიტირებულ გამოცდებზე და მიიღონ პრაქტიკული რჩევები ტრენერისგან. ამავდროულად, გრძელვადიანი კურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, აპლიკანტებმა გაიუმჯობესონ ოთხივე ენობრივი უნარი (კითხვა, მოსმენა, საუბარი და წერა).
- თარიღები: 20 მარტი - 26 ივნისი, 2023
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი, 2023
- სესიების რაოდენობა: 24 ორსაათიანი გაკვეთილი, 4 მოდელირებული ტესტი: კურსის დასაწყისში, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ
- კურსის საფასური: 300 ლარი (შესაძლებელია გადანაწილება სამ თვეზე)
სწავლების პროცესი მიმდინარეობს რეალური საგამოდო ტესტის მსგავსი სავარჯიშოების გამოყენებით. სასწავლო კურსების მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით.
კურსებს გაუძღვება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ენის მასწავლებელი) ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი თეონა ხაჩიძე.
დააჭირეთ რეგისტრაციისთვის
გაითვალისწინეთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის 60-კრედიტიან პროგრამაზეჩარიცხვის შემთხვევაში, კურსში გადახდილი თანხა სრულად დააკლდება პროგრამაზე სწავლის საფასურს.
How to Apply?
- You Apply
Tell us a little about yourself and we’ll help with the rest. Our convenient online application tool only takes 10 minutes to complete.
- We Connect
After you submit your application, an admissions representative will contact you and will help you to complete the process.
- You Get Ready
Once you’ve completed your application and connected with an admissions representative, you’re ready to create your schedule.