საჯარო პოლიტიკა და მმართველობა

პროგრამის დასახელებასაჯარო პოლიტიკა და მმართველობა
მისანიჭებელი კვალიფიკაციასაჯარო მმართველობის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:120 ECTS / 2 years (4 semesters)
ფაკულტეტისოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი
სწავლების საფეხურიMA
სწავლების ფორმასრული
პროგრამის ხელმძღვანელითამარ კეკენაძე - აფირირებული ასოცირებული პროფესორი

საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია:
• სტუდენტებს მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა დემოკრატიული ინსტიტუციებისა და
ორგანიზაციების საქმიანობის და მშენებლობის შესახებ, რათა ეთიკურად და კომპეტენტურად წარმართონ, მართონ და ემსახურონ საჯარო ინტერესებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებაში, სამოქალაქო, კვლევით და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
• გამოუმუშავოს მოწყვლად სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოში, მტკიცებულებებზე დაფუძნებით, კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღების ხედვა, კომპეტენციები და უნარები;
• ჩამოუყალიბოს ფართო მსოფლმხედველობა, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებით, კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისათვის და შედეგების ეფექტურ კომუნიკაციისთვის საჯარო/საზოგადოებრივ სივრცეში.

საჯარო პოლიტიკის და მმართველობის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
1. განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის/ფუნქციონირების კრიტიკულ ასპექტებს და ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს საჯარო სექტორში კომპლექსური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე;
2. სიღრმისეულად აანალიზებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელ ფუნდამენტურ პრინციპებს და არჩევს თანამედროვე მმართველობითი სტანდარტის შესაბამის მახასიათებლებს;
3. არჩევს საჯარო ფინანსების ძირითად მახასიათებლებს, განსაზღვრავს და გეგმავს სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების ასპექტებს;
4. სიღრმისეულად აანალიზებს საჯარო პოლიტიკის ფუნდამენტურ საკითხებს, ახდენს მათ ფორმულირებას და დამოუკიდებლად უძღვება პოლიტიკის დაგეგმვის პროცესს;
5. განასხვავებს ორგანიზაციის მართვის თანამედროვე მიდგომებს და იყენებს მათ საჯარო სივრცეში არსებული ორგანიზაციის მართვის პროცესში;
6. კვლევის მეთოდებზე დაყრდნობით, აანალიზებს და თანამედროვე მონაცემთა ბაზების გამოყენებით ამუშავებს დიდი მოცულობის ინფორმაციას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად;
7. დამოუკიდებლად აფასებს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს და ახდენს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმულირებას;
8. ეთიკური ღირებულებების გათვალისწინებით, ეძებს საჯარო პოლიტიკის კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზებს და ახდენს მათ ეფექტურ კომუნიკაციას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე საჯარო/საზოგადოებრივ სივრცეში.

სემესტრი 
1

სავალდებულო

პოლიტიკის დოკუმენტების წერა

საჯარო პოლიტიკის თეორია და ფორმირება

მონაცემთა ანალიზი

რეფორები და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია

თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა და მართვა

არჩევითი სასწავლო კურსი

ჯამური: 30 ECTS

  
2

სავალდებულო

პოლიტიკის დაგეგმვა, რისკების მართვა და განხორციელება

დემოკრატიული მმართველობა და ანგარიშვალდებულება

პროექტების მართვა კომპლექსურ გარემოში 

დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა

საგარეო პოლიტიკის ფორმირება და მართვა: აშშ საგარეო პოლიტიკა და ნატოში ინტეგრაცია

არჩევითი სასწავლო კურსი

ჯამური: 30 ECTS 

  
3

სავალდებულო

საჯარო მართვა და ლიდერობა

საჯარო ფინანსები და ბიუჯეტირება

პოლიტიკის კომუნიკაცია, ადვოკატირება და მოლაპარაკებები

ევროკავშირში ინტეგრაცია და დემოკრატიული რეფორმების დღისწესრიგი

კვლევის მეთოდები

Electives (5 ECTS)

ჯამური: 30 ECTS

4

MA Thesis – 30 ECTS

ჯამური: 30 ECTS 

 

კურსებიდან სტუდენტი ირჩევს თითო სასწავლო კურსს - (ჯამში 15 კრედიტი)

  1. საარჩევნო პოლიტიკა და დემოკრატია (5 ECTS)
  2. სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა და მართვა (5 ECTS)
  3. განათლების პოლიტიკა და მართვა (5 ECTS)
  4. გარემოსდაცვა, ენერგეტიკა და რესურსების მართვა (5 ECTS)
  5. სოფლისმეურნეობის პოლიტიკა და მართვა (5 ECTS)
  6. ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება (5 ECTS)
  7. აკადემიური ინგლისური (5 ECTS)

 

სტუდენტი ჯამში ირჩევს - 15 კრედიტს

ჯამური: 120 ECTS 

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონე ფასდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის შესაბამისად.

საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შუალედურ (ერთჯერად ან მრავალჯერად) და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).
შუალედური და დასკვნითი შეფასება შუალედური და დასკვნითი შეფასება (შეფასების კომპონენტები) მოიცავს შეფასების საშუალება/საშუალებებს რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი აერთიანებს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა და სხვ). შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით ანუ შეფასების მეთოდის საზომი ერთეულით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე
შუალედური და დასკვნითი გამოცდები, ტარდება წერილობით და ორგანიზებულია გამოცდების ცენტრის მიერ, თუ სხვა რამ არ არის მითითებული შესაბამის სილაბუსში. შეფასების სხვა მეთოდები არის საგნობრივი და განსაზღვრულია სილაბუსში.

შეფასების თითოეულ კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში.

შეფასების სისტემა უშვებს:
ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
(C) კარგი – 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – 51-60 ქულა.

ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა –41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი / საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი, იგი გადის დამატებით გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.

საჯარო პოლიტიკის და მმართველობის პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური განათლების მქონე პირს, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.
პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, ბრიტანულ უნივერსიტეტს მიმართავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რაც მოიცავს გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან და ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას.

ტესტი ფასდება მაქსიმუმ 60 ქულით, საიდანაც მინიმალური ზღვარი შეადგენს 60%-ს ანუ 36 ქულას, ხოლო გასაუბრება - მაქსიმუმ 40 ქულით (მინიმალური ზღვარი - 20 ქულა).

შეფასების კრიტერიუმები და გასაუბრების (ზეპირი გამოცდის) თემატიკა დაიდება ვებ-გვერდზე ერთი თვით ადრე. შეფასების კრიტერიუმები მოცემულია ბრიტანეთის კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებში.

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.

საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების
აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

დ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 52- ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.

საგანმანათლებლო პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე, მისი კურსდამთავრებულის დასაქმების არეალი ფართოა და კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს როგორც საჯარო (სახელმწიფო უწყებები, დიპლომატიური მისიები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები და აშ), ასევე სხვადასხვა პროფილის ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო, კვლევით, აკადემიურ ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებში, საშუალო და მაღალი რგოლის პოზიციებზე.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს სწავლა გააგრძელოს სადოქტორო პროგრამაზე, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

საჯარო პოლიტიკის და მმართველობის პროგრამაზე სწავლების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური განათლების მქონე პირს, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.
პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, ბრიტანულ უნივერსიტეტს მიმართავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რაც მოიცავს გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან და ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას.

ტესტი ფასდება მაქსიმუმ 60 ქულით, საიდანაც მინიმალური ზღვარი შეადგენს 60%-ს ანუ 36 ქულას, ხოლო გასაუბრება - მაქსიმუმ 40 ქულით (მინიმალური ზღვარი - 20 ქულა).

შეფასების კრიტერიუმები და გასაუბრების (ზეპირი გამოცდის) თემატიკა დაიდება ვებ-გვერდზე ერთი თვით ადრე. შეფასების კრიტერიუმები მოცემულია ბრიტანეთის კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებში.

ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებლია ასევე მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.

საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე ბრიტანეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების
აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

დ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 52- ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.

For Georgian Citizens: 4000 GEL
For International Students: 5000 GEL

პროგრამის ფარგლებში გამოყენებული სწავლებისა და სწავლის მეთოდები ეფუძნება სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების პრინციპებს და უზრუნველყოფს სწავლის შედეგების მიღწევას.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად, გამოიყენება შესაბამისი სწავლების ორგანიზების ფორმები. პროგრამის სასწავლო კურსები აუცილებელი თანაფარდობით ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს.

სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებულია სწავლება-სწავლის სალექციო, სასემინარო მეთოდი.

თითოეული მათგანი აერთიანებს ხერხებს, შესაბამის აქტივობებს, სასწავლო კურსის მიზნების და განსახილველი თემების სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულად განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსებით, კურსის მიზნების და კურსის ფარგლებში გასანვითარებელი კომპეტენციების გათვალისწინებით.

ლექცია - სტუდენტებს, სილაბუსით განსაზღვრულ განსახილველ საკითხებზე ცოდნა გადაეცემათ ზეპირი ფორმით ან/და პრეზენტაციის გამოყენებით.
სემინარი - ემსახურება ლექციაზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას. ის ასევე გამოიყენება სტუდენტის შეფასების მიზნით.

ლექციასა და სემინარზე მაგლითად გამოიყენება:

 ვერბალური - მიეკუთვნება ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ, ითვისებენ და გადასცემენ აუდიტორიას.

 ახსნა-განმარტებითი - აღნიშნულის საშუალებით ლექტორი ხსნის კონკრეტული თემის საკვანძო საკითხებს და გასაგებს ხდის სტუდენტისთვის ლექციის თემატიკას, როგორც კითხვებზე პასუხის გაცემით, ასევე მაგალითების მოყვანითა და განმარტებით. მეთოდი შესაძლებელს ხდის ლექტორის მითითების საფუძველზე სტუდენტმა დამოუკიდებლად შეძლოს მასალის დამუშავება.

 დისკუსია-დებატები გულისხმობს სტუდენტების დისკუსიაში გამოწვევას, ლექტორის ან სტუდენტის მიერ დასმულ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით აზრის დაფიქსირებასა და არგუმენტაციას; საკითხის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებების განხილვას და არგუმენტირებული, ლოგიკური მსჯელობით შედეგამდე მისვლას.

 შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study), რომელიც მოიცავს წარსულში მომხდარი რეალისტური მოვლენის ან შემთხვევის აღწერას, როდესაც პრობლემური საკითხის ანალიზის საფუძველზე სტუდენტი იღებს გადაწყვეტილებას. სტუდენტი ახდენს წარსულში მიღებული ცოდნის შეჯერებას, შეფასებას და პრაქტიკაში გამოყენებას.

 გუნდური (ჯგუფური) მუშაობა გულისხმობს აკადემიურ ჯგუფებში მცირერიცხოვანი გუნდების ჩამოყალიბებას, გუნდში მუშაობის უნარების გასანვითარებლად. მათ შორის ერთგვარი კონკურენციის წახალისებას, სასწავლო მასალის ფორმატში კონკრეტული ჯგუფური დავალების/პროექტის უკეთესად მომზადება/წარდგენის მიზნით; გუნდებში ლიდერული უნარების განვითარებას, შეჯიბრებითობის უნარის განვითარებას, გუნდის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებას.

 Group (Collaborative) Work – involves forming small teams in academic groups to develop teamwork skills, including encouraging some kind of competition to better prepare/present a specific group assignment/project in a learning material format; development of leadership skills in teams, development of competitiveness skills, redistribution of functions among team members.

 წერითი მუშაობა - გულისხმობს მუშაობას ტესტებზე, ქვიზებზე, ამოცანებზე, სავარჯიშოებზე, ესეებისა და რეპორტების მომზადებაზე განვლილი მასალის მიხედვით, ჩანაწერების გაკეთებასა და რეფერატის შედგენას.

პრაქტიკული მუშაობა თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაციის მიზნით პრაქტიკული ამოცანების და დავალებების შესრულება, ჰიპოთეტური პრობლემების გადაჭრა და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა.

 დემონსტრირება - თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მონაცემთა, აუდიო მასალის, სასწავლო ფილმების, ინტერნეტწყაროების გამოყენება ლექციაზე; ენების სწავლების ლაბორატორიის შემთხვევაში აუდირების მასალის გამოყენებით, ენობრივი კომპეტენციისა და კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესება.

პრეზენტაცია - ქმედებაზე დაფუძნებული აქტივობა, რომლის დროსაც სტუდენტი მოიძიებს თემის შესაბამის მასალას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 წყაროზე (წიგნზე) მუშაობა - აღნიშნული გამოიყენება სტუდენტის მიერ სილაბუსში მითითებული სავალდებულო და დამატებით ლიტერატურაზე დამოუკიდებლად მუშაობისათვის, შესაბამისი მასალის სასწავლად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად.

 კომუნიკაციური მუშაობა - კომუნიკაციური მიდგომის მიხედვით სწავლების მიზანს წარმოადგენს სტუდენტის კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარება. აღნიშნული მიდგომა ფართოდ იყენებს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს.

 ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება (Action Based Learning) აქტივობა, სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია და გულისხმობს თეორიულად შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას, პრაქტიკული დავალების შესრულების, ამოცანის ამოხსნის, პრობლემის გადაჭრის გზით, რაც სტუდენტს უვითარებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს.

 პროექტებზე დაფუძნებული სწავლება (Project Based Learning) - გულისხმობს სტუდენტების მიერ პროექტებზე მუშაობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რის ფარგლებშიც მათ ევალებათ რეალური პრობლემების გადაჭრა ან რთული კითხვისთვის პასუხის გაცემა და პროექტის საბოლოო პრეზენტაცია. შედეგად, სტუდენტს უვითარდება ღრმა შინაარსობრივი ცოდნა, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობის, კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის, აკადემიური წერისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები და პრაქტიკული უნარები

 სიმულაცია - კომპლექსური სწავლება, რომლის დროსაც ხდება რეალურ გარემოში მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით ჰიპოთეტური პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა. სიმულაციის პროცესში განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ხდება როლების გადანაწილება, რესურსებით უზრუნველყოფა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება. კონტროლდება რეალური სიტუაციის შესაბამისი პარამეტრები, და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება უზრუნველყოფს კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას. სიმულაციის პროცესში ხდება წარსულში მიღებული ცოდნის თვამოყრა, გაღრმავება და პრაქტიკაში გამოყენება

 პრაქტიკული გასვლითი ტური (Study Tour) - გულისხმობს ვიზიტს კონკრეტული სფეროს ფუნქციუნალურ სივრცეში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს კონკრეტული მიმართულების პრაქტიკული მუშაობის მხარეს, ჰქონდეს ინტერაქცია სფეროს მოქმედ ექსპერტებთან, მიიღოს მონაწილეობა მუშაობის პროცესში.

 ინტერაქცია - აკადემიური აქტივობა, რომელიც გულისხმობს ლექციის ფარგლებში თემის დამუშავებას სტუდენტებთან აქტიური დიალოგის ფორმატში. ინტერაქტიული მუშაობა იძლევა სტუდენტთა ყურადღების მიპყრობისა და შენარჩუნების, ისევე როგორც ლექციის მსვლელობისას მიწოდებული ახალი ინფორმაციის გააზრების დონის განსაზღვრის საშუალებას.

 როლური თამაში - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედონ საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. როლური თამაშები უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის უნარს.

 კველავზე დაფუძნებული სწავლება - არის თეორიული ცოდნის ბაზის ან თეორიული ცოდნის ინტეგრაცია შესაბამისი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პროცედურების გამოყენებით ფენომენის ან მოვლენის შესამოწმებლად, გადასამოწმებლად ან შესასწავლად. კვლევისა და კვლევის პრაქტიკის აქტივობები საჭიროა მომავალი პროფესიონალების კვლევის კომპეტენციების გასავითარებლად.

საჯარო პოლიტიკა და მმართველობის პროგრამა ხორციელდება ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის საქართველოში ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური რესურსით. კერძოდ, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (სადაც ხელმისაწვდომია პროგრამის სილაბუსებით განსაზღვრული სავალდებულო ლიტერატურა, ელექტრონული რესურსები, სამეცნიერო ბაზები), კომპიუტერული კლასი (სტუდენტებისათვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის თავისუფალი წვდომით), საკონფერენციო დარბაზი, აუდიტორიები. სასწავლო გარემო აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია ელექტრონული პლატფორმები (Zoom, Google Meet), სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა და მონაცემთა ანალიზის ელექტრონული სისტემა (SPSS). პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კვლევითი უნარჩვევები გამოიმუშავონ უნივერსიტეტის კვლევებისა და პოლიტიკის განვითრების ინსტიტუტის მხარდაჭერით. ამავდროულად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ პარტნიორი ორგანიზაციების საგანმანათლებლო რესურსებით და ასევე, დამატებით გაიარონ სტაჟირება.

პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტები, რომელთაც აქვთ პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება. პროგრამა მომზადებულია ერთობლივად, ქართველ და უცხოელ პროფესიონალთა გუნდის მიერ. პროგრამა შემუშავებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების, პარტნიორი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.
პროგრამის განხორციელების პროცესში, ჩატარდება საჯარო ლექციები სასწავლო კურსების სპეციფიკის გათვალისწინებით და მოწვეული იქნებიან შესაბამისი დარგის პრაქტიკოსი ექპერტები საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად.

Tamar Kekenadze is the Head of the Institute for Research and Policy Development at the British University in Georgia. She obtained a PhD in Economics from Georgian Technical University and has been awarded multiple prestigious fellowships and has completed leadership programmes, including the Stanford Leadership Academy for Development and the European Women’s Academy of Political Leadership and Campaigning. Tamar’s educational background also includes an MA in Computer Engineering and a BA in Computer Systems and Networks from Georgian Technical University. She has completed courses in managing defence, wider security contexts, and generals, ambassadors, and flag officers from renowned institutions such as the NATO Defense Colleague, the Defence Academy in the UK, and John Hopkins University in the US.

Do you have more questions?

სხვა პროგრამები