წიგნის შეკვეთა

ბრიტანული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ლიტერატურით სარგებლობისათვის შეგიძლიათ წინასწარ ელექტრონულად შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი წიგნი ან პირადად მიმართოთ ბიბლიოთეკარს.

  • წიგნის ელექტრონულად შეკვეთისას, გთხოვთ, თქვენთვის სასურველი წიგნის ავტორი და სათაური ჩაწეროთ იმ ენაზე, რომელზეც გსურთ მისი წაკითხვა.
  • იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი ან წიგნის ზუსტი დასახელება, საჭირო ლიტერატურის დადგენა შეგიძლიათ ბრიტანული უნივერსიტეტის ელექტრონული კატალოგის საშუალებით.
  • მკითხველი ელექტრონულად შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციას იღებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ელ. ფოსტის საშუალებით.

დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 4 დღის განმავლობაში.