სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები
ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში 2019 წელს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენის“ მიერ დაფუძნდა. სასწავლო უნივერსიტეტის დაფუძნების მიზანია, საქართველოში მომავლის ლიდერების აღზრდაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და ამ გზით საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებში საკუთარი წვლილის შეტანა. ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში სწავლება და კვლევა ხორციელდება საერთაშორისო, კერძოდ, ბრიტანული უნივერსიტეტების სასწავლო და კვლევითი მოდელის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცესთან და საჭიროებებთან ადაპტაციით.
წინამდებარე სტრატეგიის დოკუმენტი წარმოადგენს, 2020-2026 წლების სტრატეგიაში 2022 წლის სექტემბერში შეტანილ ცვლილებებს. 2020-2022 წლებში შესრულებული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა ხელმისაწვდომია დაარქივებული სახით. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში 2022 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს წინამდებარე სტრატეგიის დოკუმენტითა და 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმით, რომელიც ემსახურება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ საკუთარი ხედვისა და მისიის გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის, საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მოთხოვნებისა და გამოწვევების გაცნობიერებას და საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასებას. სტრატეგია განსაზღვრავს სამოქმედო პერიოდში ძირითად სამიზნე ნიშნულებს, ხოლო მათზე დაყრდნობით შემუშავებული უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმა/გეგმები წარმოადგენს კონკრეტულ ნაბიჯებს სამიზნე ნიშნულების მისაღწევად. ყველა სახის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი უნივერსიტეტში ეფუძნება აღნიშნულ სტრატეგიას.
წინამდებარე სტრატეგიის შესრულებით ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი 2026 წლის რეავტორიზაციაზე გეგმავს წარადგინოს განაცხადი სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის ცვლილებაზე და გახდეს ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში.