სტუდენტური ცხოვრება
თუ გახდით ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტი, გილოცავთ! მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას! ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური გთავაზობთ სტუდენტური მხარდაჭერის მრავალ სერვისს, რაც ქმნის სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს უნივერსიტეტში.
ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას, რათა მათ უკეთ დაგეგმონ თავიანთი სასწავლო პროცესი და გააუმჯობესონ აკადემიური შედეგები. უნივერსიტეტი გამოირჩევა სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოთი და საჭიროებისამებრ, თითოეული მათგანისთვის იქმნება ინდივიდუალური მიდგომები.
ბრიტანული უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს ჰყავს პირადი ტუტორი, რომელიც ეხმარება მას სწავლისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით. სტუდენტი, ნებისმიერი შეკითხვის ან დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს პირად ტუტორს. მენტორობის პროგრამის ადმინისტრირების წესი
უნივერსიტეტი სტუდენტებს ეხმარება დასაქმებასა და საერთაშორისო მასშტაბით, სტაჟირების პროგრამებში ჩართვაში.
ბრიტანული უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტური გაერთიანებების შექმნას.
ბრიტანული უნივერსიტეტი ცდილობს წაახალოსოს სტუდენტური პროექტები და მხარს უჭერს მათ კომერციულ და არაკომერციულ ინიციატივებს. ყოველწლიური კონკურსი წარმოადგენს სრულად გამჭირვალე პროცესს. სტუდენტური გრანტების გაცემის წესი)
ბრიტანული უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტების თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ეხმარება განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
ბრიტანული უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს კვალიფიციურ ფსიქოლოგთან კონსულტაციას. აღნიშნული სერვისის მიზანია მათი ემოციური კეთილდღეობა, უცხო გარემოში ადაპტაციის ხელშეწყობა, აკადემიური წარმატება და ა.შ.
სტუდენტური სერვისების ხარისხი და მიზნებთან მათი შესაბამისობა ფასდება სტუდენტური სერვისების განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ. შეფასების შედეგები გამოიყენება პროცესების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

Student clubs on campus
Grantee
Student mentor ratio

