ბრიტანული უნივერსიტეტის მისიაა, ბრიტანული აკადემიური მოდელის საქართველოს აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის გზით, იყოს თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად და საზოგადოების ტრანსფორმაციაში წვლილის შესატანად.
ჩვენი აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესიონალებით, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო გამოცდილება და მდიდარი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ისინი თავიანთ სფეროებში წამყვანი პრაქტიკოსები და მკვლევარები არიან, რომლებიც სტუდენტების უმაღლესი ხარისხის განათლებას უზრუნველყოფენ.