პროგრამა ამზადებს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებს ინგლისური ენის სწავლებისთვის დიფერენცირებული სტრატეგიების გამოყენებით და მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
პროგრამის დასახელება | მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ენის მასწავლებელი) |
---|---|
მისანიჭებელი კვალიფიკაცია | არ ანიჭებს |
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა: | 60 ECTS კრედიტი / 1 წელი (2 სემესტრი) |
ფაკულტეტი | სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი |
სწავლების საფეხური | მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა |
სწავლების ფორმა | სრული |
პროგრამის ხელმძღვანელი |
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
- მოამზადოს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი ინგლისური ენის სწავლებისთვის საჭირო საფუძვლიანი ცოდნითა და უნარებით, რომელსაც
- გაცნობიერებული ექნება თითოეული მოსწავლის უნიკალურობა;
- შეეძლება გამოიყენოს სწავლების დიფერენცირებული სტრატეგიები.
- პროგრამაზე ჩარიცხულმა პირმა - სტუდენტმა მიიღოს პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კომპეტენცია, სისტემური ცოდნა კლასის მართვისა და სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ მასწავლებლის ეთიკის კოდექსისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით;
- განახორციელოს პედაგოგიური პრაქტიკა მიღებული ცოდნის გამოყენებით; ორიენტირებული იყოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
სემესტრი | |
1 | 1. პედაგოგიკა (5 ECTS) 2. განათლების ფსიქოლოგია (5 ECTS) 3. კვლევის მეთოდები განათლებაში (5 ECTS) 4. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა (5 ECTS) 5. ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა 1 (5 ECTS) 6. სასკოლო პრაქტიკა 1 (5 ECTS)
ჯამური (30 ECTS) |
2 | 1. ზოგადი განათლების სისტემის საფუძვლები (5 ECTS) 2. სასკოლო შეფასების სისტემები (5 ECTS) 3. ინკლუზიური განათლება (5 ECTS) 4. ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა 2 (5 ECTS) 5. სასკოლო პრაქტიკა 2 (5 ECTS)
არჩევითი კურსები: 1. საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და ონლაინ სწავლება (5 ECTS) 2. ლიდერობა სკოლაში (5 ECTS)
ჯამური: 30 ECTS |
კრედიტების ჯამი: 60 ECTS
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ (ერთჯერად ან მრავალჯერად) და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა). შუალედური და დასკვნითი შეფასება (შეფასების ფორმები) მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნის ან/და უნარის ან/და კომპეტენციების შეფასების ხერხს/ხერხებს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, საშინაო დავალება, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო და სხვ.). შეფასების კომპონენტი აერთიანებს შეფასების ერთგვაროვან მეთოდებს (ტესტი, ესე/ესეი, დემონსტრირება, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული/თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა და სხვ). შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით ანუ შეფასების მეთოდის საზომი ერთეულით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე.
შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებაში, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება სტუდენტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში. დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
შეფასების სისტემა უშვებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – 51-60 ქულა.
ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება, იმუშაოს შემდეგი მიმართულებებით:
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლად უცხო ენაში (ინგლისური ენა);
- განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებში მეთოდისტად, ფასილიტატორად;
- მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მოსამზადებელ ცენტრებში.
პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც ფლობს ბაკალავრის, მაგისტრის და / ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის საგანში / საგნობრივ ჯგუფში და რომელსაც დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა გასაუბრების სახით (პროგრამაზე მიღების მოთხოვნებისა და შეფასების კრიტერიუმებისთვის იხ. დანართი N1). გასაუბრების მიზანია განსაზღვროს კანდიდატის პროგრამაზე სწავლის მოტივაცია და შეამოწმოს მისი ინფორმირებულობა და მიმღებლობა ზოგად განათლებასა და დარგში არსებული სიახლეების შესახებ. გამოცდის საკითხები და შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოცდამდე 30 კალენდარული დღით ადრე.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით, აპლიკანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და თან დაურთოს აპლიკაციაში მითითებული დოკუმენტები.
გამოცდა ფასდება 20 ქულით, ხოლო მინიმალური ქულაა 11.
იხილეთ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შეფასების კრიტერიუმები
გამოცდის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე ინფორმაციის გაგზავნის გზით და გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცდის შედეგების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე ფიზიკური სახით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და წესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტო (3X4);
- ფოტო CD დისკზე;
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
- საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამის წლიური საფასურია 2250 ₾.
საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის საქართველოში ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური რესურსით. კერძოდ, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (სადაც ხელმისაწვდომია პროგრამის სილაბუსებით განსაზღვრული სავალდებულო ლიტერატურა, ელექტრონული რესურსები, სამეცნიერო ბაზები), კომპიუტერული კლასი (სტუდენტებისათვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის თავისუფალი წვდომით), საკონფერენციო დარბაზი, აუდიტორიები. სასწავლო გარემო აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია ელექტრონული პლატფორმები (Zoom, Google Meet) და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა.
პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს ბრიტანული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტები, რომელთაც აქვთ პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.