ბიბლიოთეკა

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის სასწავლო-კვლევითი სივრცე, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს, ისე გარეშე პირებს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავის სივრცეში აერთიანებს:წიგნსაცავს, საინფორმაციო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის სივრცეს,სამკითხველო დარბაზს, შეხვედრებისა და ჯგუფური მუშაობის სივრცეს. ბიბლიოთეკის მიზანია უზრუნველყოს ინდივიდუალური, მაღალხარისხიანი მომსახურება, რათა ხელიშეუწყოს უნივერსიტეტში სასწავლო და კვლევითი პროცესების ეფექტიანად წარმართვას.

 

ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს ქართულ და ინგლისურენოვან სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებს, სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას, პერიოდულ გამოცემებსა და ელექტრონულ რესურსებს. ბრიტანული უნივერსიტეტი მომხმარებელს სთავაზობს წვდომას გლობალურ აკადემიურ ბაზებზე. 

 

ბიბლიოთეკა მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს:

 

  •      საბიბლიოთეკო რესურსებით ადგილზე სარგებლობა და გატანა;
  •      საბიბლიოთეკო რესურსების შეკვეთა და დაჯავშნა; 
  •           ბიბლიოთეკათშორისი მომსახურება;
  •           ასლის გადაღება და მასალის ბეჭდვა.