მესამე მისიის განაცხადი

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში აცნობიერებს და აღიარებს უნივერსიტეტის მიზანმიმართული და სტრატეგიული მუშაობის წვლილს საზოგადოების განვითარებაში.

კერძოდ, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, უნივერსიტეტმა წვლილი უნდა შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში, გაუზიაროს საზოგადოებას ინსტიტუციაში დაგროვილი ცოდნა და ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპის განხორციელებას.

ლოკალური გარემოს, საუკეთესო პრაქტიკებისა და ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში რესურსების გათვალისწინებითა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საფუძველზე, უნივერსიტეტის მისიის განაცხადი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი მესამე მისიის განაცხადით იღებს ვალდებულებას, პოზიტიური გავლენა იქონიოს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაზე, კვლევებისა და მონაცემების საფუძველზე შემუშავებული ადვოკატირებისა და მხარდაჭერის ინსტრუმენტების დანერგვით.

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის მესამე მისია ორ პრიორიტეტს სახავს:

  • აკადემიური ცოდნის მიზანმიმართული ტრანსფერი ლოკალურ გარემოში, რა დროსაც უნივერსიტეტი ადგილობრივ საზოგადოებას სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებაში ეხმარება;
  • საუნივერსიტეტო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ტრანსფერი, საჯარო და კერძო პარტნიორობების საშუალებით.

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში მესამე მისიის განაცხადის შესრულების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შეფასებისას ხელმძღვანელობს ქვემოთ აღწერილი მოდელით:

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტივობები:

  • რელევანტურია ადგილობრივი საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის;
  • მდგრადია და მომავალზე ორიენტირებული;
  • წაახალისებს თანამშრომლობას და კავშირების გაღრმავებას;
  • ეფუძნება კვლევის შედეგებსა და მონაცემებს.