ინფორმაცია სტუდენტებისთვის

იმისთვის, რომ გაიგოთ გჭირდებათ თუ არა ვიზა საქართველოში შემოსვლისთვის, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ ვებ-გვერდს. ეს ოფიციალური ვებ-გვერდი შექმნილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ და დაგეხმარებათ ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და საკონსულო მომსახურების მოძიებაში.

ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც სურთ საქართველოში შემოსვლა, პირველ რიგში, უნდა აიღონ შესაბამისი ვიზა (ფიზიკური ან ელექტრონული). ზოგიერთ საერთაშორისო ვიზიტორს შეიძლება ჰქონდეს ვიზის გარეშე შემოსვლის უფლება, თუ იგი აკმაყოფლებს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში დადგენილ მოთხოვნებს. სხვა შემთხვევაში, ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა, ვიზის საჭიროების დასადგენად, არის მოცემულ გვერდზე გადასვლა და შემდეგი ნაბიჯების განხორციელება: "მჭირდება თუ არა ვიზა?" და უპასუხეთ შემდეგ მოთხოვნებს:

  • გთხოვთ, აირჩიოთ სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის გამცემი ქვეყანა;
  • გთხოვთ, აირჩიოთ, თუ რომელი ტიპის სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის გამოყენებას აპირებთ მგზავრობისას;
  • გთხოვთ, აირჩიოთ თქვენი ვიზიტის მიზანი (მონიშნეთ საიმიგრაციო, D3 კატეგორია - საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩატარების მიზნით მომავალ პირებზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე);
  • ამ ინფორმაციის საფუძველზე შეძლებთ ნახოთ ინფორმაცია თქვენი სტატუსისა და სავიზო მოთხოვნების შესახებ. 

თუ თქვენ გჭირდებათ ელექტრონული განაცხადის წარდგენა ვიზაზე, გთხოვთ, დააწკაპუნოთ„ელექტრონული განაცხადის გაგზავნა“მიუთითოთ თქვენი მოქალაქეობა/სტატუსები და მიჰყევით შემდგომ ინსტრუქციას. ვებ გვერდზე ასევე მოცემულია ვიდეო გზამკვლევი, თუ როგორ უნდა შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია. 

თუ ვიზის მისაღებად ბრიტანული უნივერსიტეტისგან დაგჭირდებათ დამატებითი დოკუმენტი, გთხოვთ, დაუკავშირდით:

admissions@britishuni.edu.ge

სტუდენტური სერვისების განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური ყველა ჩვენს სტუდენტს ეხმარება საცხოვრებელი ბინების მოძიებაში, რომლებიც უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს მდებარეობს, ხელმისაწვდომ ფასად. 

ჩვენი კამპუსი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო უბანში, დიდ დიღომში, მშვიდ და სტუდენტისთვის კომფორტულ ადგილას. თბილისის ერთ-ერთი უდიდესი ჰიპერმარკეტი უნივერსიტეტიდან 15 წუთის ფეხის სავალზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე დიდ მოლში 10 წუთში მიხვალთ ავტომობილით. ასევე, ქალაქის ცენტრამდე და რკინიგზის სადგურამდე მისვლას 20 წუთში შეძლებთ ავტომობილით. ჩვენ, თქვენი პირადი სურვილის შესაბამისად, მოგიძებნით საცხოვრებელს უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს ან მიმდებარედ.

ბინის ქირისა და კომუნალური გადასახადების ჯამური ხარჯი თვეში დაახლოებით 600-დან 800 ლარამდე მერყეობს (130-170 GBP) და დამოკიდებულია თქვენს პირად საჭიროებებსა და გამოყენებაზე. 

ბინის ქირისა და კომუნალური გადასახადების გარდა, საცხოვრებელი ხარჯის დიდ წილს შეადგენს ტრანსპორტირება და კვება.

ტრანსპორტი

ავტობუსი და მიკროავტობუსი

ავტობუსით მგზავრობის ფასია 1 ლარი (0.32 GBP). სწრაფი გადაადგილებისთვის ქალაქს ემსახურება მიკრო-ავტობუსები, რომლის ღირებულებაცაა 1 ლარი (0.3 GBP). შესაძლებელია გადახდა როგორც ბარათით, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით.

მეტრო

თბილისის მეტროს სისტემა ორი ხაზისგან შედგება და ქალაქის დიდ ნაწილს ფარავს. ყოველი მგზავრობის ფასია 1 ლარი (0.32 GBP). გადახდა შესაძლებელია სამგზავრო ბარათით, რომელიც ნებისმიერ სადგურზე შეგიძლიათ შეიძინოთ 2 ლარად (0.42 GBP). მეტროთი მგზავრობა უსაფრთხო და სწრაფი საშუალებაა პიკის საათის დროსაც კი.

ტაქსი

თბილისში ტაქსის ბევრი ცნობილი კომპანიაა. ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ როგორც მობილური აპლიკაციით, ისე ტელეფონზე დარეკვით. ყველა დიდ კომპანიას კი ინგლისურენოვანი მომსახურებაც გააჩნია. ჩვეულებრივ, ტაქსით მგზავრობის ფასი დამოკიდებულია მომსახურების ხარისხზე.

თბილისში ტაქსი ფინანსურად ხელმისაწვდომია და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ყველაზე კომფორტული საშუალებაა. ტაქსის ქუჩაში გაჩერების ნაცვლად, გირჩევთ, რომ გამოიყენოთ მობილური აპლიკაცია, რათა თავიდან აირიდოთ ენობრივი ბარიერი, ზედმეტი ხარჯი და მისამართის მოძებნის სირთულე.

კვება

კვების ხარჯი თვიურად 300-დან 500 ლარამდე მერყეობს (90-150 GBP) და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენს პირად მოხმარებაზე.

უნივერსიტეტის კამპუსში მოსვლის შემდეგ, თქვენ გექნებათ საორიენტაცია და მისალმების კვირა, რათა გაეცნოთ სწავლის პროცესს, ახალ სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ გუნდს. უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაგეხმარებიან სასწავლო სემესტრის დაგეგმვაში, გაგაცნობენ უნივერსიტეტის კამპუსს და არსებულ რესურსებს.

უნივერსიტეტის თითოეული სამსახური გაგაცნობთ თუ რა ფორმით იქნება ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში. საორიენტაციო და მისალმების კვირა ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ გახდეთ ბრიტანული უნივერსიტეტის საზოგადოების წევრი. ასევე, თქვენ გეყოლებათ პირადი ტუტორი, რომელიც დაგეხმარებათ სწავლის პროცესში და მოგცემთ შესაბამის რჩევებს საჭიროების შემთხვევაში. 

სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის არსებობას, როგორიცაა კონტრაქტი, ვიზა და ა.შ.

ფაკულტეტის დეკანი გაგაცნობთ სასწავლო პროგრამებს, მათ სტრუქტურასა და შეფასების კრიტერიუმებს, და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებისა და სწავლის მეთოდებს.

თითოეულ სტუდენტს გადაეცემა უნივერსიტეტის პირადი ელ. ფოსტის მისამართი, რომელიც აქტიურად უნდა გამოიყენოთ კომუნიკაციისთვის. ასევე, სტუდენტი გაეცნობა სტუდენტური პანელის მართვის ინსტრუქციას, რათა წვდომა ჰქონდეს სასწავლო მასალებზე, შეფასების სისტემაზე, საბიბლიოთეკო რესურსებზე და ა.შ.