ბრიტანული უნივერსიტეტის გაცვლითი და საერთაშორისო სტაჟირების პროგრამები

ბრიტანული უნივერსიტეტის (BUG) საერთაშორისო განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ ბუკინგემის უნივერსიტეტით არ სრულდება. ამერიკა, იაპონია, ესპანეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცოგინია – ეს ის ქვეყნებია, სადაც უნივერსიტეტი სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს, საზაფხულო სკოლებსა და საერთაშორისო სტაჟირებით დასაქმებას სთავაზობს.

გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში, ბრიტანული უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის მათი მიმართულებებით ცნობილ, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო უნივერსიტეტებს არჩევს. მისი მთავარი პარტნიორები კი, ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლა და სარაევოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა არიან. 

რაც შეეხება საზაფხულო სკოლებს, ბრიტანულ უნივერსიტეტს დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს იაპონიის მეისეის უნივერსიტეტთან, რაც ერთობლივი სამეცნიერო პროექტების, განხორციელებას, იაპონელი სტუდენტების ბრიტანულ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ჩამოსვლასა და ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტების საზაფხულო სკოლაში გამგზავრებას გულისხმობს.  საზაფხულო სკოლის ფარგლებში, BUG – ის სტუდენტებს, ასევე შესაძლებლობა აქვთ ესპანეთის ლა-კორუნიის და ამერიკის რიჩმონდის უნივერსიტეტებს ესტუმრონ.

ამას გარდა, ბრიტანულ უნივერსიტეტში მოქმედებს გლობალური სტაჟირების პროგრამა, რომელიც BUG – ის სტუდენტებს აძლევს  უნიკალურ შესაძლებლობას, გაემგზავრონ და სტაჟირება გაიარონ ბარსელონას, ჰონგ-კონგის, ლისაბონის, ლონდონის, მადრიდის, პარიზისა და ტოკიოს მიმართულებით.