ბრიტანულ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე გაზაფხულის სემესტრის მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

მობილობით გადმოსვლის მსურველი პირი, რომელიც სსიპ – მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge (2024 წლის 30 იანვრიდან – 8 თებერვლის, 18:00 საათის  ჩათვლით) გაივლის რეგისტრაციას და მოიპოვებს ბრიტანულ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ბრიტანულ უნივერსიტეტშიც.

 

მობილობის წესით გადმომსვლელმა არაუგვიანეს 14 თებერვლისა, ბრიტანულ უნივერსიტეტში მატერიალური ფორმით უნდა წარადგინოს განცხადება (დანართი 1)  და ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. 

ბრიტანულ უნივერსიტეტში რეგისტრაციის ბოლო ვადა – 14 თებერვალი

საბუთები მიიღება: სამუშაო დღეებში, 09:00-დან 18:00 საათამდე

მისამართი: საქართველო, თბილისი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა N92;

 

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

·         პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში – ბინადრობის დოკუმენტის ასლი;

·         შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტის სასწავლო ბარათის/პირადი საქმის ასლი (რომლითაც დგინდება სტუდენტის მიერ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი საგნები და მოპოვებული კრედიტები);

·         პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

·         ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს (არანაკლებ B2 დონე), შესაბამისი კომპეტენციის დადასტურების მიზნით, ტესტირება ჩატარდება ბრიტანულ უნივერსიტეტში, 2024 წლის 10-15 თებერვლის პერიოდში. 

 

ბრიტანულ უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება, მოხდება არაუგვიანეს 2024 წლის 16 თებერვლისა.