Partnership with American Alliance for Georgia

American alliance for georgia logo

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო ამერიკულ ორგანიზაცია, American Alliance for Georgia-სთან (AAG), რომლიც მდებარეობს ქალაქ ბეთეზდაში, მერილედნი, ამერიკის შეერთებული შტატები. AAG დაფუძნდა 2022 წელს იმ მიზნით რომ წარჩინებული ქართველი ახალგაზრდებისთვის შეექმნა საგანმანათლებლო შესაძლებლობები ამერიკაში. AAG-ს ხელმძღვანელობს ამერიკელი პრეზიდენტი, ჯიმ გალანტე, რომელიც სამი ათწლეულია ამერიკის განათლების სისტემაში მოღვაწეობს. AAG-ის მდივანი არის ლევან გურგენიძე, რომელიც ამავე დროს არის ბრიტანული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღანელი და ასოცირებული პროფესორი. 

 

“American Alliance for Georgia-სა და ბრიტანული უნივერსიტეტს ერთი მისია აქვთ, ორივე მომავლის ლიდერების გაზრდაზეა ორიენტირებული. ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობა ძლიერ სინერგიას ქმნის, რომელიც წარჩინებულ ქართველ ახალგაზრდებს შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს” – ლევან გურგენიძე, AAG-ის მდივანი და BUG-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.


AAG 2025 წელს გეგმავს Leadership Academy-ს მოწყობას ქალაქ ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატები. პროგრამის
მიზანია წარჩინებულ ქართველ ახალგაზრდებს გააცნოს ამერიკული დემოკრატია და მისი თავისებურებები. ქართველი ხალგაზრდები შეძლებენ მოქმედ და ყოფილ კონგრესმენებთან შეხვედრას, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ლექციების დასწრებას, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრას, და სხვა კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას. სრულად ამ პროგრამაზე ინფორმაციას გაეცანით ბმულზე. American Alliance for Georgia-ზე დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.