BUG საქართვველოში სიღარიბის დაძლევის პროექტს – Poverty Stoplight, ახორციელებს

საქართველოში სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის მიზნით, ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ფონდ პარაგვაიასთან კოლაბორაციით, უნიკალური საერთაშორისო პროექტის Poverty Stoplight დანერგვა დაიწყო.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, გაააქტიუროს ოჯახებისა და თემების პოტენციალი სიღარიბისგან თავის დასაღწევად. ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით, ის სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებს სთავაზობს თვითშეფასების გამოკითხვას და ინტერვენციის მოდელს, რომელიც საშუალებას აძლევს შეიმუშაონ პრაქტიკული გადაწყვეტილებები მათი სპეციფიკური საჭიროებების დასაძლევად.

სპეციალური კვლევითი მექანიზმით, საქართველოში მცხოვრები ოჯახების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების დადგენასთან ერთად, განისაზღვრება აღნიშნული პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები. ამისათვის ბრიტანული უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო და მედია ორგანიზაციებთან.

ბრიტანულმა უნივერსიტეტმა პროექტის განხორციელება სექტემბრიდან დაიწყო და პირველი საპილოტე საველე კვლევა სოფელ რუისპირში, კახეთის რეგიონში ჩაატარა. კვლევაში ჩართულები იყვნენ, როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ისე სტუდენტები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს  შედეგების ანალიზი და მზადდება კვლევაში მონაწილე თითოეული ოჯახის რეალობაზე მორგებული, პრობლემების გადაჭრის გზამკვლევი, რის შემდგომაც  ყველა ოჯახისთვის განისაზღვრება მენტორი ორგანიზაცია ან სტრუქტურა.  საბოლოოდ კი,  ჩატარდება განმეორებითი კვლევა,  რათა დადგინდეს რამდენად სასიკეთოდ შეიცვალა ოჯახების მდგომარეობა პროექტის შემდგომ.