ინგლისურენოვანი Სამაგისტრო პროგრამა – “საჯარო პოლიტიკა და მმართველობა”

ბრიტანული უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, ქართველი და უცხოელი საგანმანათლებლო დარგის სპეციალისტების მიერ, უახლეს საერთაშორისო კვლევებსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით არის შემუშავებული. Პროგრამის შექმნაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები, მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები, BUG –  ის პარტნიორი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. Ამჟამად კი, Აღნიშნულ პროგრამას ბრიტანული უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალი და მოწვეული სპეციალისტები ახორციელებენ.

საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, რათა ემსახურონ საჯარო ინტერესებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებაში, სამოქალაქო, კვლევით და საერთაშორისო ორგანიზაციებში; გამოუმუშაოს კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღების ხედვა, კომპეტენციები და უნარები; ჩამოუყალიბოს ფართო მსოფლმხედველობა კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისათვის და ეფექტური კომუნიკაციისთვის საჯარო/საზოგადოებრივ სივრცეში.

Საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის სამაგისტრო პროგრამა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისწავლება და 120 კრედიტისგან შედგება, რომელსაც მაგისტრანტი 2 წლის მანძილზე, 4 სემესტრად გადის. Სწავლის დასრულების შემდეგ კი, საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი ენიჭება. პროგრამაზე მოხვედრა შეუძლია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური განათლების მქონე პირს, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება ეროვნული სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

სტუდენტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, ბრიტანულ უნივერსიტეტს მიმართავს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რაც მოიცავს გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან და ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას (Სტუდენტი ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლდება იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტს წარუდგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ან თუ მას  ინგლისურ ენაზე გავლილი ექნება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი).

Რაც შეეხება, შეფასების კრიტერიუმებსა და გასაუბრების თემატიკას, მისი ნახვა ბრიტანული უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გამოცდამდე ერთი თვით ადრე შეგეძლებათ.

Საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა სტუდენტს შეუძლია მობილობის საფუძველზეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების არეალი ფართოა. Მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს საშუალო და მაღალი რგოლის პოზიციებზე, როგორც საჯარო (სახელმწიფო უწყებები, დიპლომატიური მისიები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები და ა.შ.), ასევე სხვადასხვა პროფილის ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო, კვლევით, აკადემიურ ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებში.

Სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის: 4 000 ლარი

Სწავლის საფასური უცხოელი მოქალაქეებისთვის:  5 000 ლარი

Დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://britishuni.edu.ge/ka/public-policy-and-administration/