BUG- ში სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია – “ინოვაციები და ახალი ტენდენციები ბიზნესსა და პოლიტიკაში”, ჩატარდა

ბრიტანულ უნივერსიტეტში რიგით მე-2 საერთაშორისო კონფერენცია – “ინოვაციები და ახალი ტენდენციები ბიზნესსა და პოლიტიკაში” ჩატარდა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის “ბიზნესისა და მენეჯმენტის” და “პოლიტიკის მეცნიერების” საბაკალავრო პროგრამების, ასევე BUG- ის იაპონელი სტუდენტები.

მონაწილეებმა ნაშრომები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წინაშე, წარადგინეს ინდივიდუალურად, პრეზენტაციის სახით. ღონისძიების დასასრულს კი, დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და გადაეცათ საჩუქრები.