Ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

BUG – ის წარმომადგენლებმა  ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის პროფესორებს უმასპინძლეს. 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. ისაუბრეს BUG- ის საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების, ბრიტანული სწავლების მეთოდებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. 

Ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტი პეკინში მდებარეობას და მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ურთიერთობებია.