Ბრიტანული უნივრსიტეტის შიდა დაფინანსება

 

Მსოფლიოში თითქმის Ყველა პრესტიჟულ უნივერსიტეტს აქვს შიდა დაფინანსება იმისათვის, რომ ნიჭიერი  სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახადოს, რადგან  ზუსტად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ სწორედ მსგავსი სტუდენტები ქმნიან ინოვაციურ, ახალი იდეებითა და შესაძლებლობებით სავსე გარემოს. 

ამ უნივერსიტეტებს შორისაა ბრიტანული უნივერსიტეტიც, სადაც  ვაჟა-ფშაველას ფონდი მოქმედებს. Ფონდი ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფო გრანტის გარდა, დამატებით მიიღონ შეღავათი სწავლის გადასახადზე, რაც 30%, 20% ან 10% -ს შეადგენს. Დაფინანსების ოდენობა სტუდენტის მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით განისაზღვრება.

Ბრიტანულ უნივერსიტეტში Ფონდის შექმნის მოტივაცია ვაჟა-ფშაველას ისტორია გახდა, რომელმაც უსახსრობის გამო, სანქტ-პეტერბურგში, სამართლის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. Ფონდის მისიაა, სტუდენტს მისცეს შანსი, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და საფუძველი ჩაუყაროს მის წარმატებულ მომავალს. 

დაფინანსების მოსაპოვებლად მსურველმა  ელექტრონული ფოსტის (scholarship@britishuni.edu.ge) მეშვეობით ან/და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერზე (https://britishuni.edu.ge/register-scholarship/) უნდა გაგზავნოს შემდეგი ტიპის დოკუმენტაცია: 

  • სამოტივაციო წერილი ან ვიდეო, რომელშიც აღწერს საკუთარ ინტერესებს, მიღწევებს და სამომავლო გეგმებს;
  • სურვილის შემთხვევაში და არა სავალდებულოდ, გაგზავნოს მოსწრების ფურცელი, დიპლომები, სერტიფიკატები, ნამუშევარი და ა.შ 

წარდგენილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფონდის საბჭო აპლიკანტებს უნიშნავს გასაუბრებას, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ. 

დაფინანსების მოსაპოვებლად, მსურველს სხვა არანაირი პროცედურის გავლა არ უწევს, მათ შორის არც ტესტირების. 

აღსანიშნავია ისიც, რომ Ვაჟას დაფინანსების მოსაპოვებლად, მსურველს საბუთების გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ დროს, ეროვნული გამოცდების დაწყებამდეც.  Დაფინანსების მიღებით, სტუდენტს არანაირი ვალდებულება არ ეკისრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოიპოვებს და არ გამოიყენებს.