ბრიტანული უნივერსიტეტის პარტნიორი, მეისეის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფესორი ჰირომასა ტანაკა და ტაკანორი კავამატა, Book Club –ის წევრებს შეხვდნენ და მათთან ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებები განიხილეს.
ღონისძიება ბრიტანული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა და მას Book Club – ის წევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ქართველი და იაპონელი სტუდენტები ესწრებოდნენ.
ჰარუკი მურაკამის
შემოქმედების განხილვასთან ერთად, BUG
– ის პარტნიორებმა იაპონურ
კულტურასა და ანიმაციაზე ისაუბრეს. ანიმეებზე, რომელთა პოპულარობაც მსოფლიოში უფრო
და უფრო იზრდება.