BUG – ს სამდღიანი ვიზიტით მეისეის უნივერსიტეტის (იაპონია) წარმომადგენლები, პროფესორი ჰირომასა ტანაკა და ტაკანორი კავამატა სტუმრობდნენ.
იაპონელი პარტნიორების ვიზიტი ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ახალი სამეცნიერო პროექტის დაგეგმვას ისახავდა მიზნად. მეისეის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ BUG – ის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს, კულტურის ატაშეს რიოსეი სუგინაკას და კულტურის განყოფილების თანაშემწეს ვახტანგ გორდეზიანს.
საელჩოს წარმომადგენლებთან იაპონელმა პარტნიორებმა განიხილეს BUG- სთან ერთად უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც საქართველოში იაპონიის და იაპონიაში საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს. შეხვედრის შედეგად, საელჩომ გამოთქვა სრული მზაობა თავადაც ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს მსგავს პროექტებს.
ბრიტანულ უნივერსიტეტსა და მეისეის უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ,
რაც ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, საზაფხულო
სკოლებისა და სამეცნიერო პროექტების განხორცილებას გულისხმობს.