ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანია Global Edge-ის წარმომადგენელი, ტომ ლოიდი ეწვია და პრობლემის გადაჭრის თემაზე ვორქშოპი ჩაუტარა.
ტომ ლოიდი 25 წელია განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი მთავარი ამოცანაა, შთააგონოს ახალგაზრდა ადამიანებს, აკეთონ ის, რაც უყვართ და სწორედ ამით შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.
ვორქშოპზე სტუდენტებმა სხვადასხვა სიტუაციაში, პრობლემის გადაჭრის ტექნიკები და გზები განიხილეს: Problem solving in industry, Problem solving under pressure და Problem solving in teams. დღის ბოლოს კი, ონლაინ, კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტები შემოუერთდნენ და Kahoot -ი ითამაშეს.