ბრიტანულ უნივერსიტეტსა და რომის ლუისის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ლუისის ბიზნეს სკოლას (რომი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების, საზაფხულო სკოლებისა და ლექცია / სემინარების განხორციელების მიმართულებით, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.

უნივერსიტეტები ასევე წაახალისებენ თანამშრომლობას აკადემიურ პერსონალსა და დეპარტამენტებს შორის, რაც ერთმანეთისთვის გამოცდილების  გაზიარებას ისახავს მიზნად.